პუტინს სარკომა გაუმწვავდა - მღვდელმსახური

პუტინს სარკომა გაუმწვავდა - მღვდელმსახური

რუსულ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სარკომა გაუმწვავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მღვდელმსახურმა დიმიტრი სიდორმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მან დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სარკომა გაურთულდა. მღვდელმსახურის თქმით, პუტინის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ვილოცოთ ვლადიმერ ვლადიმერის ძისთვის. ჩემი კოლეგები მოსკოვიდან მატყობინებენ, რომ სარკომა გამწვავდა. ამბობენ, რომ კრიტიკულად. ვლადიმერ ვლადიმირის ძე წარმოადგენს სლავი ხალხის მამას, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს",- წერს მამა სიდორი.

როგორც ცნობილია, პირველად პუტინს კიბო 2003 წელს დაუდგინეს - მაშინ ეს სწორი ნაწლავის კიბო იყო, რომელსაც წარმატებით მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით, რაც, როგორც ჩანს, გაკეთდა პუტინის შემთხვევაშიც.

რუსეთის მთავრობის დაუწერელი კანონების მიხედვით, პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. ექიმები ხელს აწერენ მკაცრ დოკუმენტს გრიფით - "სრულიად საიდუმლო" და მათ გამუდმებით აკონტროლებენ შესაბამისი ორგანოები.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს სარკომა აქვს, დამალული არ არის, თუმცა კრემლი დუმილს ამჯობინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა