რო­დის გრძნობს თავს ჯა­რის­კა­ცად ჟურ­ნა­ლის­ტი?

რო­დის გრძნობს თავს ჯა­რის­კა­ცად ჟურ­ნა­ლის­ტი?

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. უკ­ვე ორი წე­ლია, რაც აქ ვარ და ნი­უ­სებს, სი­უ­ჟე­ტებს, რე­პორ­ტა­ჟებს სხვა­დას­ხ­ვა ("ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი", "პა­ლიტ­რა ტვ.გე", რა­დიო "პა­ლიტ­რა", ამ­ბე­ბი.გე) მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მის­თ­ვის ვამ­ზა­დებ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი. ორი შვი­ლის დე­და ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ყო­ველ­თ­ვის თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად მი­დის.

- ჩვენ­თან ასეა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი: შეგ­ვიძ­ლია, სა­ა­გენ­ტოს­თ­ვის დავ­წე­როთ რო­გორც ნი­უ­სი, ასე­ვე გა­და­ვი­ღოთ ესა თუ ის მოვ­ლე­ნა, ამ­ბა­ვი და მა­ყუ­რე­ბელს სი­უ­ჟე­ტის სა­ხით ვუჩ­ვე­ნოთ, უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით რა­დი­ო­ში ჩა­ვერ­თოთ. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. დი­ახ, ხში­რად რა­დი­ო­ში ჩარ­თ­ვი­სას მოვ­ლე­ნის კვალ­დაკ­ვალ ვყვე­ბით, რა ხდე­ბა ჩვენ თვალ­წინ. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყო­ველ­თ­ვის თან გვაქვს ჩვე­ნი ფლიპ­კა­მე­რა. ის ხში­რად არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­შიც გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია, რო­დე­საც სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას წავ­წყ­დო­მი­ვართ. გარ­და ამი­სა, შეგ­ვიძ­ლია, გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვა­წო­დოთ რე­დაქ­ცი­ას. სხვა­თა შო­რის, ჩვენ მი­ერ გა­და­ღე­ბულს თა­ვად­ვე ვა­მონ­ტა­ჟებთ...

- ეს უნარ-ჩვე­ვე­ბი ამ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას შე­ი­ძი­ნე?

- დი­ახ, აქ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წას­ვ­ლით, რამ­დე­ნი­მე რე­დაქ­ცი­ას ვუმ­ზა­დებ თე­მას და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­სა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დი­ო­ში, სა­იტ­ზე მუ­შა­ო­ბის წყურ­ვილ­საც ვიკ­ლავ...

- რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის, შენ­თ­ვის რა არის მთა­ვა­რი?

- ობი­ექ­ტუ­რო­ბა. მი­ხა­რია, რომ სა­დაც კი მი­მუ­შა­ვია, ყველ­გან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ყო­ფი­ლა, მით უმე­ტეს - ჩვენ­თან, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში". სწო­რედ ამი­ტო­მაც ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ გვენ­დო­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

- ნა­თია, რა გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე ხში­რად მუ­შა­ობ?

- ჩვენ­თან მა­ინ­ც­და­მა­ინც არ არის მკვეთ­რად გა­მიჯ­ნუ­ლი, თუ რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და წე­რო, მაგ­რამ უკ­ვე წლე­ბია, სამ­ხედ­რო სა­კითხებს ვა­შუ­ქებ. ამ თე­მით ერ­თხელ შემ­თხ­ვე­ვით და­ვინ­ტე­რეს­დი: წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის ქარ­თულ-ამე­რი­კულ პროგ­რა­მა­ში მოვ­ხ­ვ­დი და იქი­დან და­ვიწყე სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან კავ­ში­რი. ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­გია და ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ცოდ­ნას მო­ითხოვს. რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­ს­ში უნ­და იყო, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო სფე­რო­ში. არა­ფე­რი არ უნ­და გა­მოგ­რ­ჩეს.

- ისე, ცო­ტა უც­ნა­უ­რია, ამ სფე­რო­თი ქალ­ბა­ტო­ნი რომ და­ინ­ტე­რეს­დი. ეს ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბის საქ­მეა ხოლ­მე...

- იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ქა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - მა­მა­კა­ცე­ბი. ხან­და­ხან ისეა საქ­მე, რომ ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბად ვგრძნობთ თავს, რო­დე­საც მოქ­მე­დე­ბა, ვთქვათ, სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე ან სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბს, რაც თა­ვის­თა­ვად, სა­ინ­ტე­რე­სოა.

- შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, ავ­ღა­ნეთ­შიც იყა­ვი, არა?

- ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დია. თან, იქ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ამ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით იყო სა­ინ­ტე­რე­სო და ამას­თან, ამა­ღელ­ვე­ბე­ლიც, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის, ჟურ­ნა­ლის­ტის­თ­ვის და სა­ერ­თოდ - რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. ჩვენ ხომ იქ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ჯა­რის­კა­ცებ­თან ჩა­ვე­დით, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კუ­ლად, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩვენს მშვი­დო­ბას იცა­ვენ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მა­თი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის ნახ­ვა ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ლე­ზერ­ნე­კის ბა­ზა­ზე. რო­გორც კი ჩა­ვე­დით, უსაფ­რ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, რომ­ლებ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ტა­ჟი ჩაგ­ვი­ტა­რეს, თუ რო­გორ უნ­და გვე­მოქ­მე­და, თუ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დით. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვარ­წ­მუ­ნებ­დით, რომ არ გვე­ში­ნო­და.

- ჯა­რის­კა­ცე­ბი ალ­ბათ სი­ხა­რუ­ლით შეგ­ხ­ვ­დ­ნენ...

- მათ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩვე­ნი სტუმ­რო­ბა. ჯა­რის­კა­ცებ­თან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, ჩავ­წე­რეთ არა­ერ­თი ინ­ტერ­ვიუ. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ღა­ნეთ­ში უკ­ვე მე­ო­რე, მე­სა­მე კონ­ტ­რაქ­ტით არი­ან... ჩვე­ნი ვი­ზი­ტი 15 სექ­ტემ­ბერს და­ემ­თხ­ვა. მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­წავ­ლო წე­ლი იწყე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის შვი­ლი სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­დი­ო­და და რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კაც­მა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თარ შვილს ავ­ღა­ნე­თი­დან მი­უ­ლო­ცა სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ასე­ვე კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც იქ ან­სამ­ბ­ლ­მა "შვიდ­კა­ცამ" გა­მარ­თა. ისი­ნი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი. სულ ბო­ლოს, რო­დე­საც მოვ­დი­ო­დით, სამ­ხედ­რო აეროდ­რომ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბი გვა­ცი­ლებ­დ­ნენ. იმ დროს ჩვენ­თან ერთ-ერ­თი მო­ვი­და და "შვიდ­კა­ცას" ბი­ჭებ­სა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს სთხო­ვა, ყვე­ლამ ერ­თად, "შენ ხარ ვე­ნა­ხი" ვიმ­ღე­რო­თო. ის წუ­თე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა... რა­კი ცხელ წერ­ტილ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, გა­მახ­სენ­და, რომ ჩემ­თ­ვის ცხელ წერ­ტილ­ში ყოფ­ნის ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხ­ვე­ვა არ ყო­ფი­ლა. რო­დე­საც პან­კის­ში გამ­წ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია იქ ჩას­ვ­ლამ. ერ­თხე­ლაც, დი­ლით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­მა გა­მაღ­ვი­ძა. მითხ­რეს, რომ რუ­სებ­მა და­ბომ­ბეს და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­თან, და­ვით თევ­ზა­ძეს­თან ერ­თად, პან­კის­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით. უნ­და გვე­ნა­ხა ად­გი­ლი, სა­დაც ბომ­ბი ჩა­მო­ვარ­და. დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­ბომ­ბეს, 9 სა­ათ­ზე უკ­ვე იქ ვი­ყა­ვით - ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნით გა­დავ­ფ­რინ­დით. ჩე­მი იქ ყოფ­ნის შე­სა­ხებ ოჯახ­ში არა­ვინ იცო­და, რად­გა­ნაც ცხელ წერ­ტილ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩ­ნ­დი... მოკ­ლედ, პან­კი­სი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­ბ­რუნ­დით, ჭურ­ვის ნა­წი­ლიც კი ჩა­მო­ვი­ყო­ლე. მე­ო­რე დღეს გა­მო­ვი­და ერთ-ერ­თი გა­ზე­თი და ვხე­დავ, პირ­ველ გვერ­დ­ზე უზარ­მა­ზა­რი ფო­ტო დევს: აღ­ბეჭ­დი­ლია ის ად­გი­ლი, სა­დაც ბომ­ბი აფეთ­ქ­და და იქ­ვე მე და ჩე­მი ოპე­რა­ტო­რი ვდგა­ვართ. ასე "ჩა­მიშ­ვა" ერთ-ერ­თ­მა გა­ზეთ­მა... პან­კის­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვარ ნამ­ყო­ფი. პა­ტა­რა ლი­ახ­ვის სოფ­ლებ­საც ვსტუმ­რობ­დი ხოლ­მე. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მძი­მეა, რომ ხში­რად დავ­დი­ვარ იქ, სა­დაც ახ­ლა რუ­სე­ბი მავ­თულ­ხ­ლარ­თებს ავ­ლე­ბენ. ასეთ დროს რთუ­ლია მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა. იქ ყოფ­ნი­სას უმ­წე­ო­ბის გან­ც­და გე­უფ­ლე­ბა და ერ­თა­დერ­თი, რაც შე­გიძ­ლია რომ გა­ა­კე­თო, - გა­და­ი­ღო კად­რე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნო. ბო­ლოს სო­ფელ ატოც­ში გახ­ლ­დით. იქ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლეს.

- ალ­ბათ არა­ერ­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კად­რიც მო­გი­პო­ვე­ბია, ხომ?

- ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ხში­რად ის პა­ტა­რა კა­მე­რი­თაც გა­და­მი­ღია. მა­გა­ლი­თად, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლე­ბის ცვე­ნა რომ და­იწყო, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იქ გავ­ჩ­ნ­დი. რომ მი­ვე­დი, კი­დევ ერ­თი ნა­წი­ლიც ჩა­მო­ვარ­და. ყვე­ლა­ფე­რი სმარ­ტ­ფო­ნით გა­და­ვი­ღე და ის კად­რე­ბი მხო­ლოდ მე მქონ­და...

- თვით­ნე­ბუ­რად, მიწ­ვე­ვის გა­რე­შე თუ ყო­ფილ­ხარ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე?

- გახ­სოვთ ალ­ბათ, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ქო­ნე­ბა და­უ­ყა­და­ღეს. აღ­ს­რუ­ლე­ბის ბი­უ­რო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და­ი­გეგ­მა, მაგ­რამ მა­შინ ორ-სამ ტე­ლე­ვი­ზი­ას იწ­ვევ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წა­ვე­დი. ყვე­ლა გა­ა­ტა­რეს, მე მე­კითხე­ბი­ან, - ვინ ხა­რო? ავუხ­სე­ნი, რომ სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ყა­ვი და ასევე "პა­ლიტ­რა ტვ"-დან. არ მიშ­ვებ­დ­ნენ, მე კი მა­ინც ვუხ­ს­ნი­დი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი და იქ შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა მქონ­და. მოკ­ლედ, დი­დი და­ვა-კა­მა­თის შემ­დეგ შე­ვაღ­წიე და ის ხმა­უ­რი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" მთა­ვარ გვერ­დ­ზე იდო. იქი­დან ვი­დე­ო­მა­სა­ლაც მო­ვი­ტა­ნე...

- ორი შვი­ლის დე­და ხარ. ასე­თი რე­ჟი­მის გა­მო შვი­ლებს შე­ნი ყუ­რადღე­ბა ხომ არ აკ­ლი­ათ?

- სა­ერ­თოდ, ალ­ბათ ყვე­ლა შვილს, ვი­სი დე­დაც მუ­შა­ობს, აკ­ლია ყუ­რადღე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ხომ მათ­თ­ვი­საც ვმუ­შა­ობთ?! აქ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს არ ვგუ­ლის­ხ­მობ. კარ­გია, რო­დე­საც შვილს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­და ჰყავს. ჩე­მე­ბი უკ­ვე მოზ­რ­დი­ლე­ბი არი­ან: გო­გო­ნა 9 წლის არის, ბი­ჭი - 7-ის. სწო­რედ იმი­ტომ, რომ მათ­თან მე­ტი დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, დეკ­რე­ტი გა­ვა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე და მუ­შა­ო­ბა მა­შინ გა­ნვაგ­რ­ძე, რო­ცა ბიჭ­მა სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და­იწყო. თუმ­ცა ისი­ნი მა­ინც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დე­დას­თან სი­ახ­ლო­ვე აკ­ლი­ათ. უნ­დათ, რომ მე­ტი დრო გა­ვა­ტა­როთ ერ­თად. ჩე­მი გო­გო იტყ­ვის ხოლ­მე: ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე, სხვა პრო­ფე­სია ვერ აირ­ჩიეო? მაგ­რამ ამა­ვე დროს თვი­თო­ნაც წერს რა­ღა­ცებს. ხან­და­ხან სახ­ლ­ში მი­სულს მხვდე­ბა ხელ­ნა­კე­თი ჟურ­ნა­ლის მა­კე­ტე­ბი, პა­ტარ-პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი. ვატყობ, რომ ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი აქვს.

- რო­გორც ჩანს, მე­უღ­ლეც ხელს გიწყობს.

- მის­გან მარ­თ­ლა დი­დი ხელ­შეწყო­ბა მაქვს. არა­სო­დეს მქო­ნია წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა, კარ­გად ეს­მის ჩე­მი. ორი­ვე­ნი ვმუ­შა­ობთ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ვცდი­ლობთ, ერ­თად ვი­ყოთ. ორი­ვეს მშობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, ბავ­შ­ვებს იტო­ვე­ბენ, სკო­ლა­ში დაჰ­ყავთ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, შე­ნი პრო­ფე­სია სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს. ის კი არა, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა ჰო­ბა­დაც კი გექ­ცა.

- კი. ამას­თან, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. შარ­შან სვა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. მე­რე ყაზ­ბეგ­საც ვეს­ტუმ­რე. ვერ ვიტყ­ვი, რომ მთა­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სვა­ნეთ­მა ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. წარ­მო­შო­ბით ლეჩხუ­მე­ლი გახ­ლა­ვართ. სვა­ნეთ­სა და ყაზ­ბეგ­ში უამ­რა­ვი ფო­ტო გა­და­ვი­ღე... ასე­ვე გა­მი­ტა­ცა კუ­ლი­ნა­რი­ამ: ცო­ტა ხნის წინ თბი­ლის­ში სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი იაპო­ნე­ლი შეფ­მ­ზა­რე­უ­ლი გა­და­ვი­ღე, რო­მელ­მაც სუ­შის მომ­ზა­დე­ბის გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვი­ტა­რა. მოკ­ლედ, ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი ჩავ­წე­რე. დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. იმის შემ­დეგ გა­მიჩ­ნ­და იდეა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ გა­და­ვი­ღო რამ­დე­ნი­მე ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი.

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები