ინდოეთში, ნებისმიერს, ვინც ქუჩაში მოშარდავს, წყლის ჭავლით მოიგერიებენ

ინდოეთში, ნებისმიერს, ვინც ქუჩაში მოშარდავს, წყლის ჭავლით მოიგერიებენ

ინდოეთის ქალაქ მუმბაის ქუჩები ერთი დიდი საზოგადოებრივი ტუალეტია, რადგანაც ადგილობრივები პირდაპირ ქუჩაში შარდავენ. ინდოელები ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ ტროტუარებსა და პარკებში იკმაყოფილებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პატრულირებისთვის დაქირავებული პრესონალი სპეციალური წყლის ავზით იქნება აღჭურვილი და ნებისმიერს, ვინც ქუჩაში მოშარდვას დაიწყებს, წყლის ჭავლით მოიგერიებენ. კამპანიის სლოგანი ასე ჟღერს: "თუ შენ შეწყვეტ, ჩვენც შევწყვეტთ".

როგორც კამპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, იქნებ ასე მაინც გააგებინონ ადგილობრივებს, რომ ქუჩაში საჯაროდ შარდვა უხერხულია და დროა ტურისტებს, ადგილობრივებსა და ინფრასტრუქტურას პატივი სცენ. თუმცა, კამპანიით ყველა კმაყოფილი არ დარჩა; ინდოელების ნაწილი ჩივის, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს