სასტიკი სასჯელი ქალებთან ცეკვისთვის - 5 არაბი მამაკაცის არაადამიანური განაჩენი

სასტიკი სასჯელი ქალებთან ცეკვისთვის - 5 არაბი მამაკაცის არაადამიანური განაჩენი

საუდის არაბეთში 5 მამაკაცს 32 წლით პატიმრობა და 4 500-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს - მიზეზი ვალენტინობის დღის წვეულების გამართვაა.

სამართალდამცავებმა მამაკაცებს ქალაქ ბურაიდაში, დაქირავებულ ბინაში მიაგნეს, სადაც ქალებთან ერთად წვეულება ჰქონდათ გამართული. ქალები არც მათი ცოლები იყვნენ და არც ნათესავები, შესაბამისად, "უკანონოდ განმარტოვდნენ". მამაკაცები ქალებთან ერთად ცეკვისთვის და სმისთვის სამაგალითოდ დასაჯეს. ინციდენტი 14 თებერვალს მოხდა, მაგრამ სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა.

5 მამაკაცი ვალენტინობას 6 ქალთან ერთად აღნიშნავდა. ამ დრომდე უცნობია, დანაშაულში მხილებული 6 ქალის ბედ-იღბალი.

ქვეყნის მასშტაბით ყველა პროვინციასა და დიდ ქალაქში შარიათის კანონის ერთგული წევრები პატრულირებენ და ადგილობრივებს წესრიგის დაცვისკენ მიუთითებენ; ისინი აკონტროლებენ ადგილობრივების დრეს-კოდს, რეგულარულად ამოწმებენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალები და კაცები ერთმანეთთან ახლოს არ იდგნენ, ან არ ისაუბრონ. პატრულირებისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ლოცვის საათებს აქვს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს