გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს

გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს

მსახიობ გიორგი მეგრელიშვილის კარიერაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ფილმის გადაღებას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში აპირებს. შექსპირის უკვდავი პიესა ''ჰამლეტი” ამჯერად საქართველოში გაცოცხლდება. მართალია, გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ფილმზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი პროფესიით მსახიობია, მაგრამ ბოლო წლებში რეჟისურაშიც სცადა ბედი. პირველი ფილმი ''იბრძოლე'' გახლდათ.

ხულიგნურ ნამუშევარს ხალხის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. შემდეგ იყო ''ტრაქტორი", რომლის გაგზავნასაც კანის კინოფესტივალზე აპირებს. ''პალიტრა მედიის დიდ ოჯახს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ''პალიტრა TV-ს ეთერში ინტელექტუალური თამაში ''გვეთამაშე ჩვენ" მიჰყავს.

- გიორგი, გავიგეთ, რომ გეგმავთ, თქვენი ერთ-ერთი ფილმი კანის ფესტივალზე გააგზავნოთ.

- დიახ, ჩემს ფილმს ''ტრაქტორს" ვგზავნი, რომელიც გიზო ნიშნიანიძის წიგნში - ''პაემანი ვერაზე", მოთხრობილი ამბის მიხედვით გადავიღე. ფილმის სიუჟეტი ასეთია – ანგრევენ სახლს, რომელშიც ჯერ სამშობიარო, შემდეგ კი ბიბლიოთეკა იყო. ნგრევის პროცესს დიდი დატვირთვა აქვს. ისმება კითხვები: ეს რის ხარჯზე ხდება, საერთოდ უნდა დაინგრეს თუ არა, ვინ უნდა დაანგრიოს, ნაჩვენებია, როგორ მიდის ტრაქტორი სახლის დასანგრევად, როგორ ეწინააღმდეგება ხალხი. ბოლოს ამ ტრაქტორს ბავშვები ქოქავენ და შენობას ისინი ანგრევენ. თაობებს შორის მონაცვლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბევრი სტერეოტიპი იმსხვრევა. კანის ფესტივალზე ნამყოფი ვარ და ძალიან მინდა, რომ აღიარება ჰქონდეს და მაყურებელს მოეწონოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება