"ამდენი გეი სხვაგან არსად მინახავს" - მაილი საირუსმა სცენაზე გასაბერი პენისი გაიტანა

"ამდენი გეი სხვაგან არსად მინახავს" - მაილი საირუსმა სცენაზე გასაბერი პენისი გაიტანა

ახალგაზრდა მომღერალი, 21 წლის მაილი საირუსი ბოლო რამდენიმე თვეა აღვირახსნილი საქციელითა და ვულგარული იმიჯით გამოირჩევა.

ბევრი კრიტიკისა და რჩევის მიუხედავად, მაილი ამ ამპლუაში თავს კარგად გრძნობს და სცენაზე ეროტიკული შოუების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად ლონდონში "გამოიჩინა თავი". თინეიჯერების კერპი სცენაზე ზედმეტად თამამი კოსტუმით გავიდა. ყველასთვის მოულოდნელად კი სცენაზე უზარმაზარი გასაბერი პენისი გამოიტანა და მაყურებელს ვულგარული პერფორმანსი შესთავაზა. მან აღიარა, რომ ლონდონი "მისი პერფორმანსისთვის საუკეთესო ადგილია".

"მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უფრო მეტი ჰომოსექსუალი ადამიანი არასდროს მინახავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისინი ლონდონში უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ჩვენთან, აშშ-ში, სადაც ეს ადამიანები თავს გამომწყვდეულად გრძნობენ. მჯერა თუ არა გეი ქორწინების? შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი საყვარელი გულშემატკივარი გეია? მაქვს უფლება ეს ვთქვა? იმიტომ რომ, ნახევარი ამერიკა ჯერ კიდევ ამის წინააღმდეგია", - განაცხადა საირუსმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება