ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს

ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არც ისე ბევ­რია. ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კუს, გვე­ლის ან ხვლი­კის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა სურ­დეს. ეგ კი არა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ აგო­რე­ბულ­მა "ცხე­ნის ხორ­ცის" სკან­დალ­მა ხალ­ხი ისე და­აფ­რ­თხო, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი ხორცს ახ­ლოს აღარ ეკა­რე­ბოდ­ნენ. არა­ნაკ­ლე­ბი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყ­ვა "სა­ხედ­რის ხორ­ცის" სკან­დალ­საც, რა­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ - სა­შა­ურ­მე­ე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ სა­შა­ურ­მე­ებს საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დათ, რა­საც ისიც და­ე­მა­ტა, რომ შა­ურ­მით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა. რო­გორც სა­შა­ურ­მე­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, მათ უსა­ფუძ­ვ­ლო ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა და მათ პრო­დუქ­ცი­ას ხალ­ხი ისევ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევს.

შა­ურ­მა არ არის ქარ­თუ­ლი კერ­ძი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევრს აინ­ტე­რე­სებს, მავ­ნე­ბე­ლია თუ - არა.

ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი:

- ბო­ლო ხა­ნებ­ში კვლე­ვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შა­ურ­მა არა­ერ­თხელ გამ­ხ­და­რა ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვ­ლის მი­ზე­ზი. ამას ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მო­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბიც ადას­ტუ­რებს. შა­ურ­მა კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია და ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ხორცს შე­მავ­სებ­ლე­ბიც ემა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც შა­ურ­მას სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოს აძ­ლევს და ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდის მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, მაგ­რამ აქ ჩნდე­ბა ერ­თი კითხ­ვა - რამ­დე­ნად ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა ის? მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ისაა, რომ სა­შა­ურ­მე­ე­ბი თბი­ლის­ში ისეთ ად­გი­ლებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, თა­ნაც, იმ­დე­ნად მცი­რე ფარ­თობ­ზე, რომ იქ ძნე­ლია სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა და ხორ­ცის ისე შე­ნახ­ვა, რომ მას­ში არა­სა­სურ­ვე­ლი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი არ გან­ვი­თარ­დეს. სა­ერ­თოდ, ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბით ად­ვი­ლად იღებს ნე­ბის­მი­ერ მიკ­რო­ორ­გა­ნიზმს, ამი­ტომ ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს და­ცუ­ლი.

- სხვა­თა შო­რის, ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ შა­ურ­მა და მას ხში­რად მი­ირ­თ­მე­ვენ. რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბია?

- რო­გორც იტყ­ვი­ან, გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ, ამი­ტომ ზო­გი სი­გა­რეტს ყი­დუ­ლობს ყო­ველ­დღე, ზო­გი - შა­ურ­მას, ზოგს კი - არა­ყი და ნარ­კო­ტი­კიც ძა­ლი­ან მოს­წონს. სა­ერ­თოდ კი უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ყო­ველ­დღე ერ­თი და იმა­ვე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა მავ­ნე­ბე­ლია. კვე­ბა უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, შა­ურ­მა კი იმ­დე­ნად კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია, რომ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის: ამ კერ­ძ­ში ბევ­რია ნა­ჯე­რი ცხი­მი, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს მე­ტის­მე­ტად ამ­ძი­მებს. ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბით ორ­გა­ნიზ­მის გა­დატ­ვირ­თ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც ჰი­პოკ­რა­ტე ამ­ბობ­და, "დო­ზა ქმნის შხამს". სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი აბი წა­მა­ლი სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ათო­ბით მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც კი დას­რულ­დეს. ასე­ვეა კვე­ბაც: ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაა და­საშ­ვე­ბი.

- ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი შა­ურ­მით მო­წამ­ლუ­ლან. რა იწ­ვევს ამას?

- სა­ა­მი­სოდ არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ან ხორ­ცის შე­ნახ­ვის წე­სი ირ­ღ­ვე­ვა, ან დამ­ზა­დე­ბის დროს სა­ნი­ტა­რი­ულ ნორ­მებს ვერ იცა­ვენ, ხო­ლო თუ ღია სარ­კ­მელ­თან ამ­ზა­დე­ბენ, მა­შინ ქუ­ჩი­დან მას­ზე მტვე­რი ხვდე­ბა. წე­სით, შა­ურ­მა ძა­ლი­ან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეტყო­ბა, წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც ხში­რად ირ­ღ­ვე­ვა. შა­ურ­მა უნ­და მზად­დე­ბო­დეს მი­ნის იქით და რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მას მტვე­რი არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ხვდე­ბო­დეს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შა­ურ­მის შე­ნახ­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა, ნედ­ლე­უ­ლი, ჭურ­ჭე­ლი ან, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც საკ­ვე­ბი მზად­დე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სად იქ­ცა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში იკ­ვე­ბე­ბი­ან, ნაჩ­ქა­რე­ვად, თა­ნაც, მა­თი რა­ცი­ო­ნი მე­ტის­მე­ტად მწი­რია.

- ამი­ტო­მაც არის გახ­ში­რე­ბუ­ლი ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ეს არას­წორ­მა კვე­ბამ და ცხოვ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბულ­მა რიტ­მ­მა გა­მო­იწ­ვია. ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ნე­ლა, აუჩ­ქა­რებ­ლად უნ­და მი­ირ­თ­მევ­დეს, თა­ნაც, ჭა­მის დროს უნ­და იჯ­დეს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს შა­ურ­მას ან სხვა საკ­ვებს, სადღაც მი­ეჩ­ქა­რე­ბა, თან გარ­ბის და თან ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე მი­ირ­თ­ვას, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა ამ დროს მის ორ­გა­ნიზ­მ­ში... მით უმე­ტეს, შა­ურ­მა არის ცხი­მე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ვერ ას­წ­რებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­რე სის­ხ­ლ­ში ილე­ქე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, რო­ცა წა­ხემ­სე­ბას აპი­რებ, მა­ში­ნაც კი უნ­და იჯ­დე, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვებს უკე­თე­სად ით­ვი­სებს.

- შა­ურ­მა, ჰამ­ბურ­გე­რი, ჰოთ-დო­გი და სხვა უცხო საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბავ­შ­ვებს მოს­წონთ. რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებს, რა დო­ზით შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­ზარ­დ­მა თუნ­დაც შა­ურ­მა?

- პა­ტა­რებ­მა ასე­თი საკ­ვე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად უნ­და მი­ირ­თ­ვან. ბავ­შ­ვ­მა უნ­და მი­ი­ღოს კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი, უმ­ჯო­ბე­სია, ოჯახ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ისე, რომ და­ცუ­ლი იყოს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა წე­სი. ამ წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შერ­ყე­ვას იწ­ვევს. უკ­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მის პრო­პა­გან­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ის ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, აფ­რ­თხი­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ კვე­ბას სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ჟი­მი: დი­ლით უნ­და მი­ირ­თ­ვათ შე­და­რე­ბით კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, შუ­ადღეს - ამ კა­ლო­რი­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი, ხო­ლო სა­ღა­მოს უკ­ვე - ძა­ლი­ან ცო­ტა. იმი­ტომ, რომ დღის და­საწყის­ში მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ენერ­გი­ად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ - ცხი­მე­ბად და ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მე­ბად.

- ამ­ბობ­დ­ნენ, ქარ­თულ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში სა­ხედ­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბა და შა­ურ­მაც მის­გან მზად­დე­ბაო.

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მომ­ხ­მა­რე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ესა თუ ის საკ­ვე­ბი და რა­ში ხარ­ჯავს ოჯა­ხი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ბა­ყა­ყებ­სა და ლო­კო­კი­ნებ­საც მი­ირ­თ­მე­ვენ, ზო­გი­ერთს მოს­წონს კი­დეც ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია: მე მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბი, რომ გა­ვი­გო, ოდეს­მე სა­ხედ­რის ან ცხე­ნის ხორ­ცი მი­ჭა­მია. ისე კი, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ რო­გო­რიც არის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, ისე­თი­ვეა მიმ­წო­დე­ბე­ლი: თუ არ შე­ი­ძენთ შა­ურ­მას ან ჰამ­ბურ­გერს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში, მტვერ­ში იყი­დე­ბა ან კარ­გად არ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რე­ა­ლი­ზა­ტო­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია უკე­თეს პი­რო­ბებ­ში გა­ყი­დოს. ამას წი­ნათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთ-ერთ ბაზ­რო­ბა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს და გა­დამ­ღებ ჯგუფს ვუთხა­რი: ამ ადა­მი­ა­ნებს ვე­რა­ფერს ვეტყ­ვი, მათ სჭირ­დე­ბათ და ყი­დი­ან; მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ უნ­და მი­ვი­დეს ასეთ ად­გი­ლას და საკ­ვე­ბი არ უნ­და შე­ი­ძი­ნოს-მეთ­ქი. იმ ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას და შა­ურ­მას ან ხა­ჭა­პურს ყი­დის, არც მარ­კე­ტინ­გი იცის და ვერც სურ­სა­თის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ში ერ­კ­ვე­ვა. თუ არა­ვინ იყი­დის, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამ­გ­ვარ პი­რო­ბებ­ში საკ­ვე­ბი აღარ გა­ყი­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენც არ ვი­ცით, რა მო­ვითხო­ვოთ: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ბევრ რა­მეს და­ბა­ლი ფა­სის გა­მო ყი­დუ­ლო­ბენ, რაც არას­წო­რია. იაფი შე­იძ­ლე­ბა, სა­წამ­ლა­ვიც იყოს, მაგ­რამ ხომ არ იყი­დით?.. ასე­ვე არ უნ­და შე­ი­ძი­ნოთ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით იაფია, მაგ­რამ - მავ­ნე­ბე­ლი.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია