ნათია მიქიაშვილი "რუსთავი 2"-ზე გადადის

ნათია მიქიაშვილი "რუსთავი 2"-ზე გადადის

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, გადაცემა "ანატომიის" ავტორი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადადის. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

მიქიაშვილის "ანატომია" წლების განმავლობაში ტელეკომპანია "მაესტროს", შემდეგ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში გადიოდა და მეტწილად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრთა მხილებას ეძღვნებოდა. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ტელეწამყვანის "რუსთავი 2"-ზე გადასვლის შესახებ მის მიერვე გავრცელებული ცნობა.

Ambebi.ge ნათია მიქიაშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარისგან თავს შეიკავებს, ამიტომ გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ჟურნალისტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა:

"ძალიან მოკლე დროში მივიღე გადაწყვეტილება მიმეღო ცხოვრებისგან კიდევ ერთი და ვფიქრობ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა!!!!!!!!!! "ანატომია" სულ რამდენიმე ხანში გავა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სამაუწყებლო ტელევიზია მზად არის საკუთარი საეთერო დრო დაუთმოს გადაცემა "ანატომია"-ს.. და მე ეს ძალიააააააააააააააან მიხარია....... ვნახოთ რა გამოგვივა..

მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... დიდი მადლობა ყველა იმ ტელევიზიას და მათ მენეჯმენტს, რომლებიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდნენ ანატომიის საშუალებით მიეცათ საზოგადოებისთვის სიმართლის გაგების უფლება... დიდი მადლობა მაყურებელს რომელიც, ენდობოდა, უყურებდა და აფასებდა ჩემს გადაცემას.. უთქვენოდ ანატომია ვერ იარსებებდა...

დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომელთა კისერზეც გადაირია ყველაზე რთულმა დრომ... მიყვარხართ...", - წერს ნათია მიქიაშვილი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები