და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა

და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა

პოლონეთში და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა შემოაკვდათ.

38 წლის პიოტრ მაჯევსკი და 39 წლის ბარბარა მაჯევსკი ფიქრობდნენ, რომ მათი 75 წლის დედა, სახელად ირენა ეშმაკით იყო შეპყრობილი. სინამდვილეში, მოხუცი ქალბატონი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. შვილებმა ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება გადაწყვიტეს, რათა ამ გზით დედის სხეულიდან ”დემონები” განედევნათ. მათ დედა ლოგინზე მიაბეს, ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებისას კი ურტყამდნენ და აწამებდნენ. როგორც ძმამ პოლიციაში განაცხადა, მათი გარდაცვლილი მამის სული იყო ის არხი, რომელიც ირენასა და ეშმაკს აკავშირებდათ და მათ დედის სულის წაყვანა სურდათ.

"თავდაპირველად, და-ძმამ მისი სულის სახლიდან განდევნა სცადეს. მოგვიანებით დედა ლოგინზე მიაბეს, თავზე ჯვარი დაადეს და აიძულეს, წმინდა წყალი დაელია და ეშმაკს ამ გზით განდგომოდა. როდესაც დედამ შვილებს უთხრა, რომ კონტაქტს ვერც ეშმაკთან და ვერც გარდაცვლილ ქმართან ამყარებდა, და-ძმამ მისი ცემა და წამება დაიწყეს", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც ირენა მაჯევსკის გვამის გაკვეთისას გამოჩნდა, ქალი გატეხილი ნეკნის, დამსხვრეული ყბისა და ტვინის ძლიერი ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა და-ძმა უკვე დააპატიმრეს; მათ დედის მკვლელობისთვის 12 წელს მიუსჯიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს