"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს

"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს

ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ ანსამბლ "შვიდკაცას" წევრებსა და სასულიერო პირებთან ერთად ათონის ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები თბილისისა და მცხეთის თავზე ვერტმფრენით შემოატარა. ამ ამბის ამსახველ სიუჟეტს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ეხმაურება.

"ამ მფრინავ ეკლესიას რომ ვუყურებდი, რატომღაც გავიფიქრე - ჟურნალისტი რომ ვყოფილიყავი, პაატა ბურჭულაძეს აუცილებლად ვკითხავდი, თუ რას გრძნობს როდესაც გუნოს ოპერა "ფაუსტში" მეფისტოფელის პარტიას უბადლოდ ასრულებს - მისი კარიერა ხომ სწორედ ამ არიით დაიწყო და, როგორც ვიცი, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება... ნამყოფიც კი ვარ მის ერთ-ერთ პირველ სპექტაკლზე თბილისის ოპერაში... ისე იყო როლში შესული, ისე გულით მღეროდა მართლა მეფისტოფელი გეგონებოდათ! არა, მართლა, ქირქილებსო არ თქვათ, მართლა პატივს ვცემ მის შემოქმედებასაც და საქველმოქმედო მოღვაწეობასაც, უბრალოდ მაინტერესებს, მეფისტოფელის კოსტუმს რომ იცმევს და პლასტმასის ჩლიქებს და რქებს იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?... არ არის საინტერესო?:)", - წერს ქურდაძე.

შეგახსენებთ, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დღეს პირველი წირვა აღევლინა. 11 საათზე პატრიარქმა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. მახათაზე ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი, მირონმდინარე ხატი დაასვენეს. ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.

იხილეთ ასევე: როდემდე დარჩება საქართველოში სასწაულთმოქმედი მირონმდინარე ხატი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს