მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''

მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''

დიდი ხანია, მარიკა თხელიძე ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამიტომ დავინტერესდით მისი ბედით და გადავწყვიტეთ, საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ გვეკითხა.

შეგახსენებთ, მარიკა კულტურის სამინისტროში საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტში მუშაობს. როგორც მომღერალს, ძალიან ენატრება სცენა და შექმნილი ვითარების გამო გულდაწყვეტილია.

- სამსახური, სახლი - ესაა ჩემი დღევანდელი რეჟიმი, რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაში მეგობრებსაც თავიანთი ადგილი აქვთ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად სამინისტროს საქმეებზე ვარ გადართული. შიგადაშიგ კონცერტებიც მაქვს, მაგრამ უფრო მეტად საქველმოქმედო ხასიათის. შემოქმედებითად ნაკლებად ვარ დატვირთული და ამას ძალიან განვიცდი, ადრე ასე არ ვიყავი, მაგრამ რაც დრო გადის, ამაზე მეტად ვღელავ. თან, ამას ისიც ემატება, რომ ხალხისგან ვგრძნობ დიდ სითბოს, სიყვარულსა და სტიმულს. მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო. ბოლო პერიოდში მუსიკოს კობა მესხიასთან რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, მაგრამ არსად მიმიტანია, ეს ნამუშევრები რადიოშიც კი არ ტრიალებს. ახლა ვფიქრობ, ისევ კობასთან ჩავწერო ახალი სიმღერა, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მივიტან რადიოში, გავრცელდება სოციალურ ქსელში და ა.შ.

- შემოქმედებითი პაუზის რეალური მიზეზი რა არის?

- რეალური მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ კონცერტებში ნაკლებად ვარ დატვირთული, რაზეც გული მწყდება. არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს გამომდინარეობს მათგან, ვინც ამა თუ იმ კონცერტს ორგანიზებას უწევს და არ სურს ჩემი იქ მონაწილეობა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? მესმის, რომ ამ ბოლო დროს სასიმღერო კარიერაში ახალი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ სიმღერის ჩაწერას ფინანსები რომ სჭირდება, ეს ყველამ იცის, მომღერლის შემოსავალი კი კონცერტებიდან მიღებული ჰონორარია. როცა აქტიურად ხარ ჩართული ამა თუ იმ ღონისძიებაში, სტიმულიც გეძლევა იმისთვის, რომ მეტი შექმნა, ჩაწერო სიმღერები. მომღერლობა ჩემთვის ჰობი არ არის, მართლა ძალიან მიყვარს ეს საქმე, მით უმეტეს ხალხისგან რომ ვგრძნობ ამხელა ყურადღებას, მერე უფრო მწყდება გული შექმნილ ვითარებაზე.

- საახალწლო კონცერტისთვის მონაწილეთა შერჩევასა და შემდეგ ამა თუ იმ მომღერლის სიიდან ამოღებას დიდი სკანდალი მოჰყვა. კონცერტის მონაწილეთა სიიდან შენს და არა მარტო შენს ამოღებას მარინა ბერიძეს უკავშირებდნენ...

- კონკრეტულ პიროვნებებზე, ამ შემთხვევაში, მარინა ბერიძეზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ მაშინ ითქვა, თითქოს სიიდან უნიჭო მომღერლები ამოიღეს. ნიჭიერი ვარ თუ უნიჭო, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს, უნიჭო რომ ვყოფილიყავი, აქამდე ვერ მოვიდოდი. ამასაც თავი დავანებოთ, ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, ვინ გამოვიდეს კონცერტზე და ვინ არა, ეს პირადი სიმპათიის მიხედვით არ უნდა წყდებოდეს, თან ასეთი დამამცირებელი განცხადებებით გამოსვლა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მარინა აქ მუშაობდა და მასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ გამაკვირვა პოზიციამ, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მასზე ცუდის თქმას არ ვაპირებ, მას თავისი შეხედულებები აქვს, მე – ჩემი. საწყენია, რომ ნიჭიერ ადამიანებს გვერდით არ უდგანან, სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რატომ უნდა იდგეს? მათთან ერთად ხომ შეიძლება, სხვებიც იყვნენ?!.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს