ნათია დუმბაძეს ბარში მუშაობა სურს

ნათია დუმბაძეს ბარში მუშაობა სურს

ნათია დუმბაძეს ძალიან მოსწონს პროექტი ''ერთი-ერთში''. მადლობელია პროდიუსერ გვანცა კილასონიასი, რომელმაც გარდასახვის პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. ერთი წუთიც არ დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა და ამას არც ნანობს. წინა ოთხშაბათს ნათიას რთული მისია დაეკისრა და უილ სმიტის ფორმაში მოგვევლინა. ჩვენი საუბარი სწორედ მამაკაც რეპერად გარდასახვით დავიწყეთ.

- დავაკვირდი, რომელი მომღერალიც ძალიან მიყვარს და მომწონს, ის ყოველთვის გამომდის. ბევრი ვიშრომე. რეპი ზოგადად რთული შესასრულებელია, თან პირველად გავრეპე და ძალიან ვნერვიულობდი. ერთი კვირა ''ჯიდიესში'' ვიყავი. დილის თერთმეტიდან ღამის თორმეტ საათამდე ტელევიზიაში ვატარებდი. ყველაზე რთული ნომერი ახლა უნდა შემესრულებინა. ცეკვაც უნდა გამომსვლოდა და ტექსტიც რთულად დასამახსოვრებელი იყო. პლასტიკაც მინდოდა, ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც უილ სმიტს აქვს. ორი დღე ტექსტს ვსწავლობდი. შემდეგ გადავედი ცეკვის სწავლაზე და მერე მანერებს ვსწავლობდი. მაყურებელი შეიძლება, ვერ მიხვდეს, რომ ეს ნომრები ძალიან რთული შესასრულებელია. კონცერტის დღეს მთელი დღე გრიმი მეკეთა და ისე გავდიოდი რეპეტიციას. მინდა, გრიმიორებს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ძალიან დამამსგავსეს უილ სმიტს. მიხარია, რომ შევძელი მამაკაცის როლის მორგება.

- პირველად შეგხვდა მამაკაცის როლი...

- და ძალიან მომეწონა. ამ როლიდან სახლში მისულიც ვეღარ გამოვდიოდი. უილ სმიტის მანერებით ვლაპარაკობდი. მთელი ღამე სმიტი მესიზმრებოდა.

- სიზმარში რას გეუბნებოდა?

- (იცინის) მესიზმრებოდა, რომ უილ სმიტი ვიყავი. ამ როლში იმდენად შევედი, რომ გამოსვლა გამიჭირდა.

- ''ერთი ერთში'' შენი გარდასახვებიდან ადელს გამოარჩევენ. ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ადელის როლი მოირგე?

- ვფიქრობ, რომ ადელიც და უილ სმიტიც ერთნაირად კარგად გამომივიდა. როგორც ვაკვირდები, რასაც გულით ვასრულებ, კარგად გამომდის. რა თქმა უნდა, სხვა ნომრებზეც ბევრი ვიშრომე, მაგრამ ეს ორი ყველაზე კარგად გამომივიდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება