4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს

4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს

თინეიჯერობის წლები ადამიანების დიდ ნაწილს ცუდად ახსენდება: გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ცვლილებები, შეგრძნება, თითქოს მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც თითქმის ყველა თინეიჯერი აწყდება. გთავაზობთ 4 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც დედები მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში უშვებენ.

1. ყოველთვის ცუდის მოლოდინი: როგორც წესი, მშობლების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მათი შვილები ამ პერიოდში დაუცველები არიან და ეჩვენებათ, რომ ერთ დროს მოსიყვარულე შვილები არაპროგნოზირებად მონსტრებად იქცნენ.

"ერთადერთი მესიჯი რასაც თინეიჯერებს ვაწვდით ისაა, რომ ისინი "კარგები" მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც "ცუდ" საქციელს არ ჩადიან", - ამბობს კერძო კვლევითი უნივერსიტეტის (Tufts University) ხელმძღვანელი რიჩარდ ლერნერი. მართალია თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან დაძაბულია და ხშირად მშობლები ნახევარ დღეს სამსახურში ატარებენ, მაგრამ ფსიქოლოგები მათ ურჩევენ, რაც შეიძლება მეტად დაინტერესდნენ თინეიჯერი შვილების ინტერესებითა და ჰობით. მერე რა, თუ საერთოდ ვერ ერკვევით, ან მათი ინტერესის სფეროსგან რადიკალურად შორს ხართ. თუ მათი ჰობის შესახებ მეტს შეიტყობთ, მოზარდთან კომუნიკაციის ახალი საშუალება გაგეხსნებათ. ამასთან, სიახლეებსაც შეიტყობთ და დაახლოებით მაინც გეცოდინებათ, თუ რა ინტერესის სფერო აქვს თქვენს შვილს და როგორი სანაცნობო წრე შეიძლება ჰყავდეს.

2. ინსტიქტის ნაცვლად შვილთან ჟურნალებისა და წიგნების მაგალითებით გაქვთ ურთიერთობა: თინეიჯერებს ყველაზე მეტად სიყალბე სძულთ - სწორედ ამიტომ, შინაგან ინსტიქტზე მეტ უპირატესობას ჟურნალებში წაკითხულ რჩევებს ნუ მიანიჭებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნები, სადაც შვილებთან ურთიერთობის შესახებ გვიყვებიან, ცუდია.

"აქ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც მშობელი რომელიმე წიგნში ამა თუ იმ რეკომენდაციას ამოიკითხავს, მოულოდნელად აცნობიერებს, რომ მსგავსი მაგალითი მის ძალებს აღემატება. ამის შემდეგ დედას ეჩვენება, რომ კარგი მშობელი არაა - საერთო ჯამში ეს შვილთან ურთიერთობაზე აისახება", - ამბობენ ფსიქოლოგები.

3. უკმაყოფილებას, ან აღშფოთებას ვერ მალავთ მისი ვარცხნილობისა თუ სამოსის გამო: თუ თქვენი თინეიჯერი გოგონას ვარცხნილობა, ან სამოსი არ მოგწონთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტერიკა მოუწყოთ. რთულია, მაგრამ შეეცადეთ, მისი გადაწყვეტილება მიიღოთ, ისწავლეთ მისი სურვილის პატივისცემა.

"რასაკვირველია, ამაში მშობლის დადანაშაულება არ შეიძლება. თქვენ მშობელი ხართ და შვილისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე უნდა ზრუნავდეთ, მაგრამ მიეცით საშუალება, როგორი ფერის მაისურიც სურს, ჩაიცვას. დარწმუნებული იყავით, მას ყოველთვის ეცოდინება, თქვენი სახით გვერდით როგორი ფასდაუდებელი განძი ჰყავს".

4. დისციპლინის არარსებობა, ან ზედმეტად მკაცრი დისციპლინა: დამეთანხმებით, ოქროს შუალედის მოძებნა ყოველთვის ჭირს. თქვენმა შვილმა დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის სხვაობა უნდა ისწავლოს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მშობლების ნაწილი იმის შიშით, შვილმა შეცდომა არ დაუშვას, ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებს - არსებობს მშობლების კატეგორია, რომელთაც თინეიჯერი შვილის უარყოფითი რეაქცია აშინებთ და კონფლიქტის არიდების მიზნით ყველაფერზე თვალს ხუჭავს.

მომზადებულია webmd.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს