მამა იოთამი: "ამ მთავრობას "პედერასტების ოცნებას" ვეძახი"

მამა იოთამი: "ამ მთავრობას "პედერასტების ოცნებას" ვეძახი"

ერთი წლის წინ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად გამოსულმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა საზოგადოების უფრო კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის, განსაკუთრებით სამღვდელოების რისხვა გამოიწვიეს. ამ დღის ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფოტო იყო მცხეთის ფერისცვალების მონასტრის მსახური მამა იოთამი (ბასილაია) ე.წ. ტაბურეტით ხელში. დღეს სასულიერო პირთა ნაწილი ისევ აპირებს მსვლელობის მოწყობას. ჩვენ დავუკავშირდით მამა იოთამს და კომენტარი ვთხოვეთ:

- როგორც პატრიარქი მაკურთხებს, ისე მოვიქცევი. მე ვმსახურობ მცხეთაში და ბევრი რამე არ ვიცი, არ მაქვს ტელევიზია, ინტერნეტი და შეიძლება ითქვას, მეათე კაცისგან მოდის ინფორმაცია. ჩვენ, სასულიერო პირები, ჯარისკაცები ვართ, ხოლო გენერალია პატრიარქი და რასაც ის ბრძანებს, იმას გავაკეთებთ. თანაც მოგეხსენებათ, 17 მაისი პატრიარქმა გამოაცხადა ოჯახის სიმტკიცის დღედ.

- მამაო, რის გაპროტესტებას აპირებთ?

-რომელი პროტესტანტი მე ვარ?! პირველი პროტესტანტი იყო ეშმაკი - ეს ისე, ცნობისთვის. ზოგადად, როდესაც უზნეობას აკანონებენ, ყოველთვის გვექნება პროტესტი. იცოდეთ, რომ პედარასტებს საქართველოში არასოდეს ექნებათ გასაქანი და ამაზე არც უნდა იოცნებონ. რა კანონიც არ უნდა მიიღონ, მაინც ვერ იპარპაშებენ, საერთოდაც ეგეთი კანონის შემსრულებელიც პედარასტი იქნება. ბევრი ახლა ამ სიტყვას რომ წაიკითხავს, იტყვის, ნახეთ, მამაო რას ამბობსო, მაგრამ იცით, რას ნიშნას ეს სიტყვა?! ბერძნულად პედო - ნიშნავს ბიჭს, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი ნიშნავს არაკანონიერ სიყვარულს ანუ პედარასტი ნიშნავს - ბიჭის არაკანონიერ სიყვარულს, იგივე მამათმავლურ სიყარულს. ეს სიტყვა აბსოლუტურად ზრდილობიანია, მაგრამ ქმედებაა სასირცხვო.

- შარშან თქვენმა ფოტომ, სადაც ტაბურეტით ხელში მისდევდით აქციის მონაწილეებს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- მე ვიღაცას წავართვი ტაბურეტი და მივდიოდი ჩემთვის, ეგ იყო და ეგ. უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ პედერასტებზე რომ მოქმედებს, ჩემზე რატომ არ მოქმედებს, რაღაცებს რომ მაბრალებენ? ნახა ვინმემ, რომ ვინმეს დავარტყი ეს ტაბურეტი? მხოლოდ ავტობუსს დავარტყი და გადავიხდი იმ ჯარიმას, რასაც დამაკისრებს სასამართლო.

- ანუ შავი პიარია გაჩაღებული თქვენს წინააღმდეგ?

- მამათმავალს იცი, რა აწყობს?! ბევრი ლაპარაკი და თუ რაზე ილაპარაკებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან წელავენ ჩემ სასამართლოს და ალბათ კიდევ გაწელავენ, მაგრამ სრულებითაც არ მაღელვებს. 20 წელიც რომ მომისაჯონ, ჩემთვის სულ ერთია, გინდ მონასტერში ვყოფილვარ, გინდაც ციხეში. მონასტერიც ხომ ერთგვარი ციხეა, სადაც ჩვენ ჩვენი ნებით არაფერს ვაკეთებთ და განაწესს ვემორჩილებით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია