"მოდიხარ და პარადს მიწყობ, აი რა კარგია პედერასტობაო, რა თქმა უნდა, არ დაგინდობ!

"მოდიხარ და პარადს მიწყობ, აი რა კარგია პედერასტობაო, რა თქმა უნდა, არ დაგინდობ!

ქართული ინტელიგენციის  წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელეს:

"მოვუწოდებთ ჩვენი და სხვა გვარების წარმომადგენლებს, სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, 17 მაისს, დღის პირველ საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლად შეასრულონ ერისა და ბერის მოთხოვნები:

1. ამოღებულ იქნას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის დამკანონებელი ცნებები:

ა) სექსუალური ორიენტაცია;

ბ) გენდერული იდენტობა.

2. მიღებულ იქნას სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს საქართველოში მამათმავლობის (ე.წ. ლგბტ) პირდაპირ თუ ირიბ პროპაგანდას (გეიაღლუმებით, ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით, სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენებით და ნებისმიერი სხვა საშუალებით თუ ფორმით).

ხელისმომწერთა შორის არიან რეზო ჩხეიძე, ელდერ შენგელაია, გურამ დოჩანაშვილი, ლევან ვასაძე, ომარ მხეიძე და სხვები.."

აღნიშნულ საკითხზე ცნობილი მოცეკვავე, ჩოხოსანი ომარ მხეიძე გვესაუბრა...

ომარ მხეიძე:

- გვიკანონებენ, რომ გადაგვარებულებმა რაც არ უნდა პარადები გამართონ, ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ. მერე კაცების ქორწილები იქნება, ბავშვს აიყვანენ და გადაჯიშდება ქართველი ერი მთლად... მომავლის შიში აქვს ქართველ ხალხს და იმიტომ არიან გამწარებული.

- ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ვინმე დავჩაგროთ განსხვავებული ორიენტაციის გამო?

- დაჩაგვრა არ დევს ქართველი ადამიანის ბუნებაში.. საუკეთესო ტერიტორიები წაგვართვა რუსეთმა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა ჩვენს გვერდით მაცხოვრელს რუსს ქართველი აგრესიულად მოქცეოდეს?! რატომ გვაბრალებენ, მჩაგვრელი ხალხი ხართო?! მე მგონია, ეს მიზანმიმართულად ხდება. ვიღაცეებს დიდძალ ფულს უხდიან ამაში.

- შარშან 17 მაისს უკომპრომისო აგრესია ვიხილეთ უმცირესობის მიმართ...

- შარშანდელ 17 მაისს მაგალითად ნურავინ მოიყვანს!... სხვა შემთხვევა მითხარით, თუნდაც ერთი. მაპატიეთ და, საქართველოში ცისფერების პარადი გაგონილა?!

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია