დაჩრდილა თუ არა ჯულიანა ბარ-გნარმა სალომე ჭაჭუა

დაჩრდილა თუ არა ჯულიანა ბარ-გნარმა სალომე ჭაჭუა

ჯულიანა ბარ-გნარს ამ ეტაპზე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მან სალომე ჭაჭუაც დაჩრდილა. თუმცა საზოგადოებაში, რასაკვირველია, სალომეს გულშემატკივრებიც რჩებიან და შემდეგ სეზონზე მოცეკვავის გამოჩენას ელოდებიან. ფაქტია, რომ ჯულიანას გიორგი ყიფშიძემდე არ ჰყოლია ისეთი პარტნიორები, რომლებიც მისი შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობდნენ ხელს. გარდა ამისა, ჯულიანა შესანიშნავად გამოიყურება და მაყურებლის გულწრფელ სიმპათიას იმსახურებს.

მის ახლანდელ მეწყვილე მიშა მესხს ჯერჯერობით ბევრი რამ ეშლება ცეკვის დროს, მაგრამ მათ მაინც ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად ასახელებენ. ჯულიანას თქმით, მიშა ბევრს მეცადინეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, შრომის მაყურებლამდე კარგად მიტანას ვერ ახერხებენ.

- ჯულიანა, სოფო შევარდნაძემ გითხრა, გიმართლებს, ყოველ სეზონზე ძალიან მაგარი პარტნიორები გყავსო. შენ თვითონ რას იტყვი მიშა მესხზე, რომელიც ამ სეზონზე შენი მეწყვილეა?

- მიშაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მინდა აღვნიშნო, რომ უმაგრესი ადამიანია. რაც დროს გადის, მით უფრო ვხვდები, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი პარტნიორია. მიშასგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. მართლა ძალიან ინდომებს და დღე და ღამე მუშაობს, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან შოუზე შეცდომებს უშვებს, ზარმაცობს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. რასაც რეპეტიციებზე ვურჩევ, მაქსიმალურად ცდილობს, გააკეთოს. ჩემთვის არა მარტო ცეკვაში, არამედ სპორტშიც, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მოინდომოს. როგორც კი ამ თვისებას დავინახავ, მაშინვე პოზიტიურად განვეწყობი ხოლმე მის მიმართ. რუმბაში მთელი ცეკვა შეეშალა, მაგრამ მართლა ბევრი იმეცადინა. უბრალოდ, რთული პერიოდები და დღეები ჰქონდა.

- როდესაც რუმბა იცეკვეთ, თვითონაც ძალიან განიცადა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მიშა არ იყო ფხიზელი. შენ ყველაზე კარგად შეგიძლია იმის თქმა, რა მოხდა.

- როდესაც რუმბას ვცეკვავდით, მართლა ძალიან ცუდი დღე იყო. თითქმის ყველას გაუჭირდა ცეკვა. მიშა დილიდან განერვიულებული იყო. რაღაც სჭირდა და არ გახლდათ ცეკვაზე კონცენტრირებული.

- პირადი პრობლემები ჰქონდა?

- არ ვიცი, უბრალოდ, დილიდან ცუდ ხასიათზე მოვიდა და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დილით ფხიზელი იყო, ამიტომ ამას ვერ დავაბრალებ, რომ შეეშალა, ცეკვაც კარგად იცოდა. უბრალოდ, ადამიანია და შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ დაიბნე. არა უშავს, მთავარია მოვახერხოთ შეცდომის გამოსწორება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება