"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი

"ახალ წრეზე, ანუ "ოცნება" კრახით დასრულდება" - დავით დარჩიაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი "ქართულ ოცნებას" გარდაუვალ კრახს უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ დარჩიაშილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"თეზისები სტატიისათვის "შენ გაცხოვრა საინტერესო დროში":

1. პოლიტიკური ელიტა ყოველთვის ნაირფერია, ელიტის გარეშე კი საზოგადოება არ არსებობს;

2. ნაირფერობის (ანუ თავის) გადარჩენას თამაშის წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა სჭირდება;

3. 2012 წელს ამ პრინციპის ათვისების შანსი იყო, მაგრამ გავუშვით;

3. მოვლენებიც აჩვენებს, ჩვენში ეს წესი არ იციან, ვერაფერზე თანხმდებიან და ბოლოს ერთმანეთს ესვრიან, რისი სროლის უნარიც აქვთ;

4. ეს უცილობლად წაგვიყვანს ახალ წრეზე, ანუ ოცნება კრახით დასრულდება;

5. ვისურვებდი, კრახს ამ წესის მცოდნეთა მოსვლა მოყოლოდა და შურისძიება აღარ იყოს, მაგრამ არა მგონია - ჯერ მრევლს არ უთქვამს ბოლო სიტყვა და არც ფეოდალიზმი დასრულებულა;

6. ხსნას ელოდეთ ახალი უბედურების მერე - ოდესმე ხომ უნდა მოვიდეს იგი?! ან გაითვალისწინეთ კარს მომდგარი უბედურება და შეეწინააღმდეგეთ. "ნაციონალები" მხოლოდ დაგეხმარებით, მაგრამ არჩევანი ხალხზეა.

ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის უფლებები ოცნების მთავრობისას სრულიად დაუცველია. ბევრად უფრო, ვიდრე იმ 9 წლის დროს, აი, ყველას რომ "აუპატიურებდნენ". 17 მაისს აღმოჩნდა, ასევე თვლის მრევლიც (ოღონდ საპირისპირო რაკურსიდან). ვინღა დარჩა მთავრობის საყრდენად? ხელისშემყურენიც რომ ცოტავდებიან? ასე რევოლუციური სიტუაციები ვითარდება ხოლმე, ჰაკიმ.

ოცნების აქტივს: ქარხნებზე და ბენზინის გაიაფებაზე რომ მოიტყუეთ, ღმერთმა შეგარგოთ. ირმა ინაშვილის ციხის დადგმული კადრებიც კი დამითმია თქვენთვის. მაგრამ თქვენ დროს კრიმინალები რომ ისევ მიადგნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, მათ "ჩმორებად" თვლიან და ჩაგრავენ, ამისათვის თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს ისევე, როგორც 2003 წელს. (უმეტესობა, სოციოლოგიურად, იგივენი ხართ, რაც 2003 წელს)", - წერს დარჩიაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა