დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ

დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ

ბიზნესმენ დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. ამის შესახებ კოდუას რძალი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იტყობინება. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში. სიცოხლე კი შეინარჩუნა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან. რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი... მოკლედ ნოშრევანის "გმირობამ", როგორც თავად იტყოდნენ, იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა ვიდრე წარმოგვედგინა", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კოდუა კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

იხილეთ ასევე: ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს