"ხელისუფლება უგნურებითა და შეუგნებლობით ცდილობს გაასწროს სააკაშვილს" - ცოტნე გამსახურდია

"ხელისუფლება უგნურებითა და შეუგნებლობით ცდილობს გაასწროს სააკაშვილს" - ცოტნე გამსახურდია

"მყინვარ დევდორაკის ძირში, საერთოდ არაფრის აშენება არ შეიძლება", - ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია წერს. გამსახურდია ხელისუფლებას უგუნურებას საყვედურობს.

"სამწუხაროა... რომ საქართველოს ხელისუფლება უგნურებითა და შეუგნებლობით ცდილობს გაასწროს სააკაშვილს.

1.გაიგეთ, მეწყერი ჰესმა კი არ გამოიწვია, იმ ადგილას, მყინვარ დევდორაკის ძირში, საერთოდ არაფრის აშენება არ შეიძლება! ვიკიპედიაში მაინც ნახეთ, ეს დედააფეთქებული!

2. საყდრისში ყველაზე ფასეული პრეისტორიული მაღაროები და მათზე არსებული დამუშავების კვალია, რასაც მუზეუმში ვერ შეინახავ, და არა - ქვის უროები და იქ ნაპოვნი თიხის ჭურჭელი!

ეს ქვეყანა არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის და არც თქვენ მიგიღიათ მემკვიდრეობით!", - წერს გამსახურდია.

დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა. მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.

დამეწყრილ ზონაში ამ დროისთვის 20 ერთეული ტექნიკაა შეყვანილი და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი, მათ შორის არიან უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, უკრაინის მოქალაქე.

იხილეთ ასევე: რა გახდა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილი - დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება

დარიალის ხეობაში მეწყერის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა - კომენტარი ენერგეტიკის სამინისტროდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს