ალიგატორი პოლიციას დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა

ალიგატორი პოლიციას დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა

ფლორიდაში, გზაზე მოულოდნელად გამოჩენილი ალიგატორი პოლიციელებს დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა. 22 წლის კელვინ როდრიგესმა ვერ შეძლო მოპარული ავტომობილით მიმალვა, რადგან მას გზაზე რეპტილია გადაეღობა. მამაკაცი რეპტილიას შეეჯახა და იძულებული გახდა პოლიციას დანებებოდა.

როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ალიგატორის ”დახმარებით” ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ რომ არა რეპტილია, დამნაშავეს ვერც დაიჭერდნენ.

როგორ აღმოჩნდა, ნიანგი პორტ-სენტ-ლუისის ქუჩებში და რა დაემართა მას შემთხვევის შემდეგ, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ ხელსაყრელი კლიმატის გამო ფლორიდაში ბევრი ნიანგი ბინადრობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს