7 ყველაზე ცნობილი საფლავი მსოფლიოში (+7 ფოტო)

7 ყველაზე ცნობილი საფლავი მსოფლიოში (+7 ფოტო)

წარმოგიდგენთ გენიოსებად აღიარებული ცნობილი ადამიანების განსასვენებელ ადგილებს.

1. ოსკარ უაილდის საფლავი

პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე მდებარე ოსკარ უაილდის საფლავი თავისი პოპულარულობით კონკურენციას უწევს იქვე მდებარე ჯიმ მორისონის საფლავს. მაგრამ დიდი მწერლის საფლავზე არსებულ სკულპტურაზე თაყვანისმცემლებისგან დატოვებული კოცნის კვალი უფრო მეტია. ძეგლი სკულპტორ ჯეიკობ ეპშტეინს ეკუთვნის და მან თავის დროზე ბევრი კამათი გამოიწვია. თავის დროზე, ძეგლის გენიტალიები საზოგადოების აღშფოთების გამო ლეღვის ფოთლით დაფარეს, თუმცა მოგვიანებით ცენზურის მოწინააღმდეგეებმა ძეგლს ფოთოლი მოაშორეს (თუმცა, ფოთლის მოშორებას სხვა ნაწილებიც თან გაჰყვა) ამჟამად ვნებათაღელვა ჩამცხრალია, ძეგლი შეაკეთეს და ახლა ის ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლთა შეკრების ადგილია.

2. ჯონ კიტსის საფლავი

რომში არსებული ”ინგლისური” სასაფლაო ცნობილია ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, ჯონ კიტსის საფლავით. კიტსი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისივე სურვილით, საფლავის ქვაზე პოეტის სახელი და გვარი არ დააწერეს.

3. სილვია პლათის საფლავი

იორკშირის საგრაფოში მდებარე პოეტისა და მწერლის, სილვია პლათის საფლავი დიდი ვნებათაღელვის ადგილი გამხდარა. პოეტის თაყვანისმცემლებმა პლათის საფლავის ქვას არაერთხელ ”მოაძვრეს” სილვიას ქმრის გვარი. როგორც ცნობილია, სილვია პლათმა თავი მოიკლა და თაყვანისმცემლები ამაში სილვიას ქმარს, ტედ ჰიუზს ადანაშაულებდნენ.

4. ბეტ დევისის საფლავი

კალიფორნიაში მდებარე ორი ოსკარის მფლობელი ლეგენდარული მსახიობის, ბეტ დევისის საფლავს დევისის მიერ საკუთარი თავისადმი მიძღვნილი ეპიტაფია ამშვენებს - ”მან გაიარა ეს რთული გზა”.

5. ისააკ ნიუტონის საფლავი

ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში მდებარე ისააკ ნიუტონის საფლავი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. ნიუტონის საფლავს შემდეგი ეპიტაფია აქვს: ”ბუნება და მისი კანონები ბნელით იყო მოცული და ღმერთმა თქვა: ”დაე იყოს ნიუტონი, დაე იყოს სინათლე”.

6. ემილინ ვეტმორის საფლავი

ემილინ ვეტმორის სახელი არავის არაფერს ეუბნება და ეს გასაგებიცაა. ის იყო ცნობილი სკულპტორის, უილიამ ვეტმორის (William Wetmore) მეუღლე. სკულპტორმა გარდაცვლილ ცოლს ისეთი ქანდაკება მიუძღვნა, რომ ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად კოპირებადი გამოსახულებაა. ქანდაკება სახელწოდებით - ”მწუხარების ანგელოზი”, რომელიც ემილინის რომში მდებარე სასაფლაოზეა აღმართული, მსოფლიოში სიყვარულისა და მწუხარების სიმბოლოდ იქცა.

7. უილიამ შექსპირის საფლავი

უილიამ შექსპირის საფლავზე ამოტვიფრულია წარწერა, რომლის მიხედვითაც დაწყევლილი იქნება ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის საფლავს ”შეაწუხებს”. თუმცა, მეცნიერებმა შეძლეს სიტუაციიდან გამოსვლა. მათ შექსპირის საფლავს სკანირება გაუკეთეს და გაირკვა, რომ იქ არაფერი არ არის - არც ჩონჩხი, არც საფლავი, არც საცავი და არც ხელნაწერები...

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს