მაკა შალიკაშვილი ''ძიებ-ძიებაში გაბოზებული ქალების'' შესახებ

მაკა შალიკაშვილი ''ძიებ-ძიებაში გაბოზებული ქალების'' შესახებ

მსახიობი და პალიტრა TV''-ზე გადაცემა ''1002 ღამის'' ერთ-ერთი წამყვანი მაკა შალიკაშვილი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტრადიციების დამცველ ადამიანთა კატეგორიას. რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულება არც ერთი საკითხის მიმართ არ აქვს, თუმცა მოსწონს ქალიშვილობის დამცველი ახალგაზრდები, არ ცდილობს გენდერული ბალანსის აღდგენას და არ ეჯიბრება კაცს არაფერში. წუხს იმაზე, გოგონები მამაკაცებში გრძნობაზე მეტ ყურადღებას ფინანსურ მდგომარეობას რომ აქცევენ.

- რიგ შემთხვევებში ვითვალისწინებ ტრადიციებს, რიგ შემთხვევებში – ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ადამიანი ვარ. არ მივესალმები, რომ ყველაფერი გაცამტვერდეს, დაიკარგოს, უჯიშოები და არატრადიციულები გავხდეთ. ძალიან მომწონს სუფრის ტრადიცია, თამადის ინსტიტუტი, მაგრამ არ მხიბლავს მთვრალი თამადა, რომელიც ხელს გვიშლის მოლხენაში და უინტერესოდ ლაპარაკობს. ვგიჟდები ისეთ სუფრაზე, რომელსაც განათლებული, თანამედროვე ადამიანი უძღვება, საერთოდ არ ავდგები, არ ვიცეკვებ და არ ვიმღერებ, თუ საინტერესო თამადა იქნება, მაგრამ ძალადობაზე დაფუძნებული სუფრა არ მომწონს.

- ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ქალები უფრო ''დაჩაგრულები'' არიან, ვიდრე კაცები, ეთანხმები ამას?

- რა თქმა უნდა, ქალი დატვირთულია და მასზე დგას ოჯახი, მაგრამ ვინც დაჩაგრულია, ის თვითონ იჩაგრავს თავს, ან უნდა, რომ ასე იყოს. თუ მამაკაცი მიზანმიმართულად გჩაგრავს, ეს სწორი არ არის, მაგრამ თუ ცხოვრობ ასეთ ადამიანთან, ე.ი. გინდა მასთან ყოფნა, თუ არადა გაშორდი და აღარ იქნები დაჩაგრული. თუმცა მერე მარტომ შეიძლება ბევრად უფრო დაჩა-გრულად იგრძნო თავი და ვერ მიხვდე, რა სჯობდა, ქმარი რომ გჩაგრავდა თუ ის, რომ 5000 კაცი და ცხოვრება დაგჩაგრავს. სიმართლე გითხრა, მეზიზღება ეს სიტყვა და არ მიყვარს ასეთი თემებით მანიპულირება, არ მიმაჩნია, რომ ეს ცხოვრებისადმი სწორი მიდგომაა.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს, თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაში?

- გენდერული თანასწორობის საკითხს ქალები ჯიბრით ვიყენებთ, ვცდილობთ, მამაკაცებს შევეჯიბროთ და ვამბობთ, ის, რაც მამაკაცს შეუძლია, ჩვენც შეგვიძლიაო, მაშინ ვიბრძოლოთ, ვიომოთ. მაგრამ არაა ასე, ქალი ქალია და კაცი - კაცი, მეზიზღება ბრძოლის პოზიცია, ამიტომ არ ვებრძვი კაცებს. კარგია, რომ ქალი გაძლიერდა, უკეთესი იქნება, თუ გამოიმუშავებს უფრო ძლიერ ნებისყოფას, დათმენის, ურთიერთგაგების უნარს, მაგრამ ღალატისთვის სამაგიეროს ისევ ღალატით გადახდა და მსგავსი ქმედებები გენდერული თანასწორობის სახელით ჩემთვის მიუღებელია.

- რაც შეეხება ოჯახის მართვის საკითხს, ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ოჯახის უფროსი კაცია და მან უნდა აიღოს სადავეები ხელში?

- ოჯახს მართავს ყველა წევრი, ცოლი, ქმარი, შვილები, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ეს უნდა გააკეთოს ერთმა, დანარჩენების აზრის გათვალისწინებით.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება