ინტერვიუს მიცემის გამო, შეწყვეტილი სოციალური დახმარება

ინტერვიუს მიცემის გამო, შეწყვეტილი სოციალური დახმარება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მალხაზ ქავთარაშვილი წლებია, რაც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიწურში ცხოვრობს. ქავთარაშვილების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მიწურში მცხოვრებ ოჯახს სახლის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებამ სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახს ყოველთვიური სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა.

"მეორე დღეს სოციალური აგენტი იყო ჩვენთან. გვითხრა, რომ მაისიდან აღარ მოგვეცემოდა სოციალური დახმარება. მიზეზი არ უთქვამს. ის კი გვითხრა, რომ სარეიტინგო ქულებს დაითვლიან და ერთ თვეში გაგვაგებინებენ პასუხს. არ მესმის, თუ არ დაუთვლიათ სარეიტინგო ქულები, რატომ შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება, იმის გამო, რომ ხმა ამოვიღე?" - აღნიშნავს მალხაზ ქავთარაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატმა მიწურში მცხოვრები სამშვილიანი ოჯახის საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. მალზახ ქავთარაშვილი კი, არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემის მოგვარების მიზნით დახმარებას სთხოვს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში