რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე

რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე

"ჯიდიესის" პროექტ "ერთი ერთშის" ჟიურის წევრ ზაკ რისის შეფასებას ყველა მონაწილე მოუთმენლად ელის. პროფესიონალი ქორეოგრაფის შეფასება მათთვის მნიშვნელოვანია. ფრანგ ქორეოგრაფს საქართველოში გატარებულ პერიოდზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ზაკს საქართველო ძალიან შეუყვარდა და პროექტის დამთავრების შემდეგ თბილისს აუცილებლად ესტუმრება.

- ზაკ, უკვე მეორე სეზონია, "ერთი ერთშის" ჟიურის წევრი ხართ. ამ დროის განმავლობაში ალბათ კარგად გაიცანით საქართველო. რას ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე?

- პირველად რომ ჩამოვდიოდი, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, მაყურებელი როგორ მიმიღებდა. ზოგადად, როდესაც ჟიურის წევრი ხარ, შეიძლება, ძალიან კრიტიკული იყვნენ შენ მიმართ. საბედნიეროდ, დღითიდღე უფრო მეტ დადებით კომენტარს ვიღებდი. ქართველები ძალიან გამგები ადამიანები არიან. ყველანაირად ცდილობენ, კომფორტი შეგიქმნან და არ გაგრძნობინონ, რომ უცხო ქვეყნიდან ხარ ჩამოსული.

- შეგიძლიათ, გულახდილად გვითხრათ, პროექტის რომელი სეზონი უფრო მოგწონდათ?

- რთულია თქვა, რომელი იყო უკეთესი, მაგრამ პრიორიტეტს მივანიჭებ მეორე სეზონს. მონაწილეები მეორე სეზონში უფრო კარგად მიხვდნენ, როგორი უნდა იყოს ეს სატელევიზიო შოუ. მეორე სეზონში უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს.

- სად ცხოვრობთ თბილისში?

- ვაკეში, ბაგებში ვცხოვრობ (ქართულად ამბობს).

- ქართულ სამზარეულოს შეეგუეთ?

- ზოგადად, პრეტენზიული მჭამელი ვარ, სპეციფიკური საკვები მიყვარს. სახლში იშვიათად ვჭამ, რადგან სულ ვმუშაობ. თბილისში რომ ჩამოვედი, გამიჭირდა თქვენს სამზარეულოსთან შეგუება. ახლა ქართველი მზარეული მყავს, რომელიც სპეციალურად ჩემთვის ამზადებს საკვებს და შესაბამისად იტალიურ, ფრანგულ და იაპონურ კერძებს მიმზადებს. ახლა უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თბილისში პირველად ჩამოსვლისას. ხანდახან ჩემი ქართველი მზარეული ხაჭაპურსაც მიცხობს, ცოტ-ცოტას ყველაფერს ვჭამ. ქართული საჭმელებიდან არ მომეწონა ხინკალი, მწვადი უგემრიელესია. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენთან ბოსტნეული და ხორცი ძალიან გემრიელია. საფრანგეთში, პარიზში, სადაც ვცხოვრობ, ხალხს მსგავსი კარგი პროდუქტი არ აქვს.

- საქართველოში თბილისის გარდა სხვა ქალაქების დათვალიერება მოახერხეთ?

- ძალიან მომწონს თბილისი, როდესაც ქუჩებში დადიხარ, შენობებსაც კი ეტყობა, რომ ამ ქალაქს დიდი ისტორია აქვს. სამოგზაუროდ ყოველთვის ისეთ ქვეყნებს ვირჩევ, სადაც დიდ ისტორიას დავინახავ. საქართველოში რამდენიმე ქალაქში ვიყავი. არჩევნების წინ ათი დღის განმავლობაში ბერასთან ერთად გახლდით ტურნეში "საქართველო ჩვენ ვართ". ამ ტურნეს ქორეოგრაფი ვიყავი. ბევრ რეგიონში მომიხდა წასვლა. უახლოეს მომავალში დასვენება მექნება და დასვენების დღეებს აუცილებლად ბათუმში გავატარებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება