რომელია სალომე შარვაძის საყვარელი კაფე

რომელია სალომე შარვაძის საყვარელი კაფე

ამჯერად ''გემო-მეტრის'' სტუმრები ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი სალომე შარვაძე და მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე არიან. ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, რომელ სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად.

- საოჯახო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად ძირითადად ''სუპერსა'' და ''გუდვილში'' დავდივარ, თუმცა ხილსა და ბოსტნეულს ბაზარში ვყიდულობ, დეზერტირების ბაზარს ვსტუმრობ ასეთი რაღაცებისთვის. ხორცსაც იქ ან ''გუდვილში'' ვყიდულობ. ძეხვეულისთვის კი ''ნიკორას'' ქსელში მივდივარ.

- კვების ობიექტებიდან განსაკუთრებით რომელი გიყვარს?

- სახაჭაპურე ''რეტროს'' ხშირად ვსტუმრობ. თუ მინდა, რომ გემრიელი ხინკალი მივირთვა, ''ეიჩბიში'' მივდივარ, ასევე გემრიელ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ ''მრავალჟამიერში''. სხვათა შორის, არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა ''აკადემია'', რომელიც ჩემი საყვარელი ადგილი გახდა. ყველაფერი გემრიელი აქვთ და მართლა კარგი გარემოა.

- ქართული სამზარეულოს გარდა, რომელი ქვეყნის კერძები გიყვარს ყველაზე მეტად?

- მიყვარს ჩინური სამზარეულო და ჩინური კერძებისათვის ხშირად დავდივარ ''პიკასოში''.

- გემრიელ ტკბილეულს სად აგემოვნებ?

- კრუასანი მიყვარს და ''ლეგატოს'' ვსტუმრობ, როცა ტკბილეული მინდება.

- საღამოობით გასართობად სად დადიხარ?

- ძირითადად, ''იუნიკში'', ბათუმში კი - ''ვოისში''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება