გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა

გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა

რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ.

ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა XIX საუკუნის დასაწყისში ევროპული სალონები დაიპყრო არა მხოლოდ თავისი რომანტიკული სტროფებით, არამედ ბოჰემური ცხოვრების სიყვარულითაც. ახალგაზრდა ლორდი მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, სვამდა, თამაშობდა ბანქოს... მერე კი ფორმის შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც მოუხდა ბრძოლა. მართალია, იმ დროს გასახდომად უკვე იყენებდნენ თაგვის შაქარს (დარიშხანს), ტყვიას, ბაირონი პირველი იყო, ვინც ე.წ. "საავტორო დიეტა" შემოიღო, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. აქტიურ სტადიაში მისი გახდომის მეთოდი გულისხმობდა დიდი რაოდენობით ძმრიანი წყლის მიღებას. ნებისმიერი სხვა საკვები იმ დღეებში იკრძალებოდა. როცა სასურველ წონას მიაღწევდა, პოეტი კვებაზე გადადიოდა, რომელიც იმავე ღვინის ძმარში ამოვლებული კარტოფილისგან, რამდენიმე ბისკვიტისა და ერთი ფინჯანი ჩაისგან შედგებოდა. გარდა ამისა, თუ დიეტის დროს ბაირონი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ე.ი. შინ იჯდა საბნებში გახვეული, რომ ოფლი დაეღვარა. საბოლოოდ, მუდმივი დიეტებით თავის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა და გამუდმებით ბულიმიისა და ანორექსიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, ძმრის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმს კალცს აცლიდა, კბილები იშლებოდა, ძვლები მტვრევადი ხდებოდა და იმუნიტეტიც ქვეითდებოდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორეის ფლეტჩერმა შეიმუშავა დიეტური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კერძი, მათ შორის თხევადიც კი, მინიმუმ ასჯერ უნდა დაღეჭო. გახდომისა და სიჯანსაღის ახალი საშუალება ოკეანის ორივე მხარეს აიტაცეს და ამ მეთოდს დღესაც ჰყავს მიმდევრები. ფლეტჩერიზმის მიმდევრები ბლომად იყვნენ - მწერალ ფრანც კაფკადან მულტიმილიონერ ჯონ როკფელერამდე. ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა რეკომენდაციები, რომ ასე ძნელად მომზადებული საკვები კი არ უნდა გადაეყლაპათ, უნდა გადმოეფურთხებინათ - თითქოსდა ხანგრძლივი ღეჭვისას მთელი სასარგებლო თვისებები ისედაც ეცლება საკვებს და წვენის სახით ჩადის ორგანიზმში, დანარჩენი კი უსარგებლო შლაკებიაო.

კინემატოგრაფის ეპოქაში, 20-30-იან წლებში, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა თამბაქოს სასიკვდილო მავნებლობის შესახებ და ეკრანის ვარსკვლავების პარალელურად, ქალები თუ კაცები, სიგარეტს მიეძალნენ, მით უმეტეს, რომ მაშინვე დამკვიდრდა მოსაზრება თამბაქოს გასახდომ "უნარზე" - ის მადას აქვეითებს და საკვების მაგივრობას უწევს ადამიანსო. ასე, თამბაქოს კვამლში კილოგრამების გაქრობის მოლოდინში ეწეოდნენ სიგარეტს გრეტა გარბო და მარლენ დიტრიხი და ასეთივე "მაგალითს" აძლევდნენ თანამედროვეებს.

მერილინ მონრო ადრეული ახალგაზრდობიდან მისდევდა დიურეტიკულ დიეტას, რომლის ძირითადი კომპონენტები იყო გრეიპფრუტი და შავი ყავა. მერილინის კვალდაკვალ ბევრი ამერიკელი ქალი იყენებდა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ხდებოდა რამდენიმე დღეში. იმავე პერიოდში გამოჩნდა მედიკამენტები - ფარმაკოლოგებმა კარგად შენიშნეს, რომ ადამიანები გასახდომად ყველაფერზე ოცნებობდნენ და სხვადასხვაგვარი აბები მოიგონეს: გასახდომად, ცხიმების დასაწვავად და მადის დასაქვეითებლად. რასაკვირველია, ამგვარი მედიკამენტები ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა არც ერთი წამალი არ არის ისეთი, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება არ ჰქონდეს... იხილეთ გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს