რისთვის სჭირდება ივანიშვილს ნარმანია თბილისის მერად - დავით დარჩიაშვილის ვერსია

 რისთვის სჭირდება ივანიშვილს ნარმანია თბილისის მერად - დავით დარჩიაშვილის ვერსია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობაზე სააკაშვილისა და ბენდუქიძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

"დათო, წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. შენზე კომენტარებს ამიტომაც არ ვაკეთებ. მაგრამ, რაც არ იცი, გაჩუმდი რა. სად უკრაინის პრეზიდენტის არჩევანი, და სად შენ. მაინცდამაინც უნდა ვთქვა, რომ ბიძინას უნდიხარ თბილისის მერად, რათა თბილისში უძრავი ქონებით მანიპულაციები უპრობლემოდ მოახერხოს? ასე ამბობენ და მეც მგონია, რომ ლოგიკურად ამბობენ. ნუ მიაღწევ არაკომპეტენტურობას. რაც იცი, ის აკეთე", - წერს დარჩიაშვილი.

დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ. Russia Today-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია "უდარის" ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. გუშინ ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ის პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა 5 კაციანი საბჭოს ერთ-ერთი წევრია.

იხილეთ ასევე: კახა ბენდუქიძის პასუხი დავით ნარმანიას

პრეზიდენტობიდან პრეზიდენტის მრჩევლობამდე - "გინდა შალახო იცეკვოს, სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა!"

რა პოსტებს დაიკავებენ სააკაშვილი და ბენდუქიძე უკრაინის ახალ მთავრობაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს