მიწები იაფად - დოკუმენტები ნათესავებზე, მეგობრებზე, სიმამრებზე, ახლობლებზე

მიწები იაფად - დოკუმენტები ნათესავებზე, მეგობრებზე, სიმამრებზე, ახლობლებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისმა 49 წლიანი იჯარების საქმეზე, სკანდალური დოკუმენტები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ქალაქის კომერციულ უბნებში, მიწის ფართობები მიზერულ ფასად გაქირავდა. ხელშეკრულებებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებული პირები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავებია მითითებული. ინფორმაცია პარტიის ცენტრალური ოფისის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა გორში გაახმოვანა. 

წარმოგიდგენთ გორელი მაღალჩინოსნების მიერ ახლობლებზე იჯარით გადაცემული ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილს:

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 6 აგვისტო: "ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მეორეს მხრივ ვლადიმერ მანველაშვილმა დადეს ხელშეკრულება მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1385 კვ.მ გადაეცეს ვლადიმერ მანველაშვილს 49 წლიანი იჯარით, სასყიდლით, თვეში 150 (ასორმოცდაათ) ლარად კომერციული ფართის ასაშენებლად". ვლადიმერ მანველიშვილი პარლამენტარ თამაზ შიოშვილის სიმამრია.

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 29 მარტი: "ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მეორეს მხრივ ლია იორამაშვილი დებს ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ 49 წლიანი იჯარით გადაეცეს ლია იორამაშვილს, სასყიდლით, თვეში 160 (ას სამოც ლარად) კომერციული ფართის ასაშენებლად. ლია იორამაშვილი გორის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის, ”თავისუფალი დემოკრატის”, დავით წეწვაძის რძალია.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა