დათა ახალაიას და მისი მეუღლის ემოციური ფოტო საბერძნეთის სასამართლოს დარბაზიდან

დათა ახალაიას და მისი მეუღლის ემოციური ფოტო საბერძნეთის სასამართლოს დარბაზიდან

კუდის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მეუღლის, ანი ბენიძის ფეისბუქ-გვერდზე საბერძნეთის სასამართლო დარბაზში გადაღებული ემოციური ფოტო ვრცელდება. შეგახსენებთ, გუშინ საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო.

"ეს დღეებია სულ ვცდილობ, იქნებ დათაზე რამე ისეთი გავიხსენო, რაც მასზე გამაბრაზებს, გამიადვილებს გადავიტანო მისი ეს მდგომარეობა, რაც მაფიქრებინებს რომ ის ამ ყველაფრის ღირსია, მაგრამ ვერ მოვახერხე გამეხსენებინა ერთი ცუდი დღე მის გვერდით, ერთი ცუდი მოგონებაც კი ამ 3 წლის განმავლობაში", - წერდა ანი ბენიძე რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაცია და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

იხილეთ ასევე: პროკურატურა დათა ახალაიას ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო