ნატალია ტყეშელაშვილი სიამოვნებით გაეპრანჭებოდა ბიძინა ივანიშვილს

ნატალია ტყეშელაშვილი სიამოვნებით გაეპრანჭებოდა ბიძინა ივანიშვილს

ნატალია ტყეშელაშვილი ტელეკამერების წინ პირველად ახლა გამოჩნდა, მაგრამ წლებია, ტელევიზიაში მუშაობს, თუმცა სარეკლამო სფეროში. იგი ''პალიტრა ტვ''-ის ახალი გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვანია მაკა შალიკაშვილსა და გია ჯაჯანიძესთან ერთად. ტელეტრიო ბევრ საინტერესო თემას განიხილავს, რომლებზეც ნატალიას ყოველთვის საინტერესო მოსაზრებები აქვს.

ინტერნეტში საკმაოდ პოპულარულია ამონარიდი გადაცემიდან, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ახსენებს. ასევე ბევრი დაინტერესდა, რატომ იტირა ჩვენმა რესპონდენტმა ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას. ამ და სხვა თემებზე თავად ნატალიას ვესაუბრეთ.

- მცირე ხნის წინ გადაცემაში, შენი ცხოვრების გახსენებისას, იტირე.

- ეს ეთერი ძალიან მძიმედ გამახსენდება. მძიმე იყო ჩვენთვის, როგორც გია ჯაჯანიძის უახლოესი მეგობრებისთვის და უბრალოდ, პიროვნულად, რადგან ახალგაზრდა კაცის, გუგა კვიტაშვილის დაკრძალვა იყო... ეს იყო უმძიმესი წუთები გიასთვის, როგორც მისი ახლო მეგობრისთვის. მათ ერთად ბევრი რამ გამოუვლიათ. დათრგუნვილები დავბრუნდით დასაფლავებიდან. სპეციალურად შევარჩიეთ თემა, რისთვის ღირს ცხოვრება. საუბარი სწორედ გუგას ამბით და იმ კადრებით დავიწყეთ, რომლებიც მას უკავშირდებოდა. ემოციური ფონი ძალიან დატვირთული გახლდათ. როცა ვლაპარაკობდით იმაზე, რისთვის ცხოვრობს ადამიანი, თითოეულმა წამყვანმა ჩვენი ცხოვრების პირადი დეტალები განვიხილეთ. ქალური სისუსტე გამოვიჩინე. გავიხსენე ორი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო. ეს შოუსთვის არ მომხდარა, უბრალოდ, ცრემლები წამომივიდა, გულწრფელი ცრემლები. ამის გამო კიდევ უფრო ავღელდი. იმ წამს დამავიწყდა, რომ ეთერში ვიჯექი. მოგეხსენებათ, პროფესიონალი ჟურნალისტი არ ვარ და მომეჩვენა, თითქოს ჩემი ახლობლების წრეში ვლაპარაკობდი... თითქოს ყველა, ვინც ამ ეთერს უყურებდა, იმ დროს ჩვენი წუხილის თანამოზიარე იყო.

ჩემი ცხოვრების იმ ორ მომენტს, თქვენი ნებართვით, ახლა დეტალურად აღარ განვიხილავ. ჩემი წარსული დამთავრდა იქ, სადაც დაიწყო ჩემი ბიჭუნას, ალექსანდრეს სიცოცხლე. ის წლისა და რვა თვისაა. მისით ვცხოვრობ, ის ჩემი დღევანდელი დღე და მომავალია.

- ალბათ, ჯერ ვერ აღიქვამს, რომ ტელეწამყვანი გახდი.

- როდესაც ჩვენ ღია ეთერში ვართ, მაგ დროს უკვე სძინავს. დედაჩემი მეუბნება, როცა გადახვევით უყურებენ, რომ გხედავს, რეაგირებს, უკრავს ტაშს და ხმამაღლა იცინისო. ასევე ცნობს ჯაჯოსაც და მაკასაც და ძალიან უხარია. ჯაჯო მისი ნათლიაა.

- ვიცი, რომ მაკასთან ახლო ურთიერთობა ახლა დაიწყე.

- მაკას, როგორც მსახიობს, დიდი ხანია ვიცნობ, მისი პირველი როლებიდან, უნიჭიერესი მსახიობია. პირადად გიამ გამაცნო ერთი წლის წინ. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა გიასგან გამომდინარე, მერე ეს ურთიერთობა გამყარდა. ახლა კი შეგვასისხლხორცა და დაგვაახლოვა ეთერმა.

- მახსოვს, რომ გადაცემის წინ წაკინკლავდით.

- ახლა აღარ გვსურს ამის გახსენება. მაკასთვის ჩემი გამოჩენა მათთან ერთად მოულოდნელი იყო, საბედნიეროდ, ეს დაძაბულობა განიმუხტა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება