ლევან ვასაძე - 10 წელია ვამბობ, არ მივდივარ პოლიტიკაში

ლევან ვასაძე - 10 წელია ვამბობ, არ მივდივარ პოლიტიკაში

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. როგორც ბიზნესმენმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ ინფორმაცია არის სრული ჭორი.

"არ ვუმიზნებ არანაირ პოლიტიკურ სტატუსს. ეს ჭორები საერთოდ ჩემზე პირველად ქართულ მედიაში თუ არ ვცდები 2004 წელს გამოჩნდა, მაშინ მე გახლდით 34 წლის, დღეს არის 2014 წელი მე ვარ თითქმის 44 წლის და აი, ამ 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ასობით თუ არა უფრო მეტი პუბლიკაცია, კომენტარი თუ ტელერეპორტაჟი გაკეთდა ამ თემაზე და მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ მე პოლიტიკაში არ მივდივარ და თუ ამ ათი წლის მერე მე წავალ პოლიტიკაში, ე.ი. არ ყოფილა თქვენი საშველი, ყველა უნდა დამნებდეთ, იმიტომ, რომ მე რაღაც საოცარი განჭვრეტის და ათი წლით ადრე რაღაცის გათვლის უნარი მქონია. ამიტომ როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ მე არ მივდივარ პოლიტიკაში, ამას ვადასტურებ დღესაც", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, მას პოლიტიკა არ აინტერესებს. "არ მჯერა მისი, როგორც სპორტის სახეობის, არ მიყვარს ის და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე დავით უსუფაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, რა უბედურებაა ეს?! - განაცხადა ვასაძემ.

"მოვისმინე მისი გამოსვლა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, სადაც ის თეოლოგიურ ლექციას უკითხავდა პატრიარქს, ღვთისმშობელს თურმე საქართველო რომ დაენახა, რა უკმაყოფილო იქნება პატრიარქის ქრისტიანობით, რა უბედურებაა ეს?! პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, ბოსტანში არის გადასული, თავის ტერიტორიიდან არის გასული 10 კილომეტრით. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა?!. მე ვიცი სასულიერო პირებისგან, რომ მარტო პატრიარქის პატივისცემით მოვუსმინეთ იმ მოხსენებას ბოლომდეო და ერთი წაიკითხეთ იქ რა წერია", - აღნიშნა ვასაძემ.

ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ "ნაციონალები და "რესპუბლიკელები" იდეოლოგიური ძმები არიან.

ბიზნესმენმა კომენტარი გააკეთა ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც. ვასაძის თქმით, მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ამ "უმსგავსო კანონს" ხელს არ მოაწერდა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი მისი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარია. "რომელ ჩვენთაგანს არ ჰყავს მეგობარი, რომელთანაც ცხარეზე ცხარე კამათი არ ჰქონია თუნდაც საკვანძო საკითხებზე და ვერ შეთანხმებულან, ერთმანეთზე გაბრაზებულან", - განაცხადა ვასაძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ამ უმსგავსო კანონს ხელს არ მოაწერდა. "რა თქმა უნდა, დაძლევდნენ მის ამ ვეტოს, თუმცა მისი მომავლისთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მან მას ხელი მოაწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ჩემთვის მეგობარი და უახლოესი ადამიანი არ არის", - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: მე ვარ ჰომოფილი, ჩემნაირების მოყვარული - ლევან ვასაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა