განსხვავება ძაღლისა და კატის მოყვარულ ადამიანებს შორის

განსხვავება ძაღლისა და კატის მოყვარულ ადამიანებს შორის

ძაღლები და კატები იმდენად ერთგული და თბილი ცხოველები არიან, შეუძლებელია არ გიყვარდეს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც კატები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ძაღლები და პირიქით.

ძაღლის მოყვარული ადამიანები: უფრო მეტად ენერგიულები არიან და სახლში ყოფნას გარეთ, ბუნებაში სეირნობა ურჩევნიათ. ისინი არსებულ წესებს ზედმიწევნით იცავენ. ამასთან, ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა სიამოვნებთ.

კატის მოყვარული ადამიანები გულღია ხასიათით გამოირჩევიან და მეტად მგრძნობიარენი არიან. თუ კატების მოყვარული ბრძანდებით, დიდი შანსია, რომ ზედმეტად მოხერხებული იყოთ.

როგორც ფსიქოლოგი დენის გუასტელო ამბობს, ადამიანებს გარემოსთან ისეთივე კავშირი აქვთ, როგორც მათ საყვარელ შინაურ ცხოველებს. მაგალითად, ძაღლები დღეში რამდენჯერმე ეზოში უნდა ასეირნო, სწორედ ამიტომ, მათ პატრონებსაც ბუნება და ფეხით მოგზაურობა უყვართ, მაშინ როცა ფისოს ქუჩაში სიარული დიდად არ ხიბლავს, ამიტომაც მათ პატრონებს სახლის მყუდრო გარემო იზიდავთ და თავისუფალ დროსაც საკუთარ ბინაში ყოფნა ურჩევნიათ.

მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს