"არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გავახსენდით" - გია თევდორაძე ქუთაისში მოვაჭრეებს შეხვდა

"არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გავახსენდით" - გია თევდორაძე ქუთაისში მოვაჭრეებს შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გია თევდორაძე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებთან ერთად, შპს "იმერეთის" ე.წ "კეტჩის ბაზრობის" მოვაჭრეებს შეხვდა. თევდორაძეს შპს "იმერეთში" მეგზურობას აგრარული ბაზრის ვეტერინარი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის ბებია ლიზი კაკინოვა უწევდა.

"როცა ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მოვიდნენ და კითხონ ამ ადამიანებს, იზრდება თუ არა ეკონომიკა," - განაცხადა შეხვედრაზე გია თევდორაძემ.

ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა თევდორაძის ბაზარში ვიზიტით უკმაყოფილება გამოხატეს. "არჩვენები რომ მოახლოვდა, ახლა გავახსენდით. აქამდე სად იყო," - განაცხადეს ბაზრის მოვაჭრეებმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა