რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას

რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას

''კომედი შოუს'' მსახიობ ეკა აბშილავას ძალიან მალე მხატვრულ ფილმში ვიხილავთ. ''ხუთი ნახვით შეყვარება'' ჰქვია ფილმს, რომელშიც ეკა მთავარ როლს ასრულებს და მისი პარტნიორი გიორგი ვარდოსანიძეა. ეკას მის ცხოვრებასა და ახალ ფილმზე ვესაუბრეთ.

როგორ შეურჩია დამ სახელი

- დედა მოცეკვავეა, ამჟამადაც ცეკვას ასწავლის საბავშვო ბაღში. მამა ინჟინერი გახლავთ და ახლაც თავისი პროფესიით მუშაობს.

- რომელ წელს დაიბადე?

- 1988 წელს ვარ დაბადებული. 25 წლის გახლავართ.

- ფოტოდან ჩანს, რომ ბავშვობიდან მხიარული ხარ.

- (იცინის) ბავშვობაში ძალიან ქერა ვიყავი და გული მწყდება, რომ მერე თმა გამიმუქდა. მგონია, რომ ბევრი შეღებვით თმის ფერი გავიფუჭე და გული მწყდება.

- როგორც შემდეგი ფოტოდან ირკვევა, გყავს უფროსი და.

- ჩემზე ორი წლით უფროსი და მყავს, მეგი. სახელი მან შემირჩია. თურმე ოჯახში ბევრს ბჭობდნენ, რა დაერქმიათ ჩემთვის. პატარა ფურცლებზე სახელები დაწერეს, ჭიქაში ჩაყარეს და ჩემს დას ამოიღებინეს ერთი ფურცელი. ასე დამარქვეს ეკა. სინამდვილეში ეკატერინე მქვია, მაგრამ არავინ მეძახის. არადა, ძალიან მომწონს. ჩემს დასთან ერთად ფოტო მუშთაიდის ბაღში მაქვს გადაღებული.

- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს ჰგავხართ.

- ერთმანეთს საერთოდ არ ვგავდით. რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. მეგი ჰგავდა მამაჩემს, მე - დედას. დაახლოებით ორი წელია, რაც ძალიან გვამსგავსებენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი და გაუჩერებიათ და უთქვამთ, შენ ეკას და არ ხარო? პირადად მე მსგავსებას ნაკლებად ვხედავ.

- რა ასაკში გაქვს გადაღებული მომდევნო ფოტო?

- ფოტო საბავშვო ბაღში სიარულის დროსაა გადაღებული. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. აქტიური ბავშვი ვიყავი. ლექსების თქმაც მიყვარდა და თამაშიც. დღე და ღამე ეზოში ვიყავი. დედაჩემი სულ სახლში ასვლას მეხვეწებოდა. ვთამაშობდი მიწაში. სადილებს ვამზადებდი ხოლმე. მიწა იყო მარილი, ქვიშა - წიწაკა, ფოთლები მწვანილები და ძალიან მაგრად ვერთობოდი. სპორტულ თამაშებზეც ვგიჟდებოდი. ლახტი და ბურთი ჩემი საუკეთესო გასართობი იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება