"სიცრუეა, თითქოს სინოდის სხდომაზე პატრიარქის პენსიაზე გაშვება იგეგმება" - საპატრიარქოს კომენტარი

"სიცრუეა, თითქოს სინოდის სხდომაზე პატრიარქის პენსიაზე გაშვება იგეგმება" - საპატრიარქოს კომენტარი

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

"ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მამა ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პენსიაზე გაშვება იგეგმება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია