რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს

რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს

რუსთავის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის წევრებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს. როგორც ერთ-ერთი ნაცემი ახალგაზრდის მამამ, იუსუბ ხანგოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ქისტებს ფიზიკურად ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ.

იუსუბ ხანგოშვილის თქმით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა, თუმცა ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ ორი დღის წინ შეიტყო.

"ჩემი შვილი ასლან ხანგოშვილი და კიდევ ორი ქისტი ბიჭი შემოდგომაზე წავიდნენ ჯარში. გუშინ ვიყავი სანახავად ჩასული. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, უბანავია და რომ გამოსულა, ერთ-ერთ ჯარისკაცს უთქვამს, რატომ იბანავეო. მერე მთელი ბატალიონი დასხმია თავს, ჯაჭვითაც კი უცემიათ. მერე კიდევ ცემეს ორ ქისტთან ერთად. უფროსს ვესაუბრე და მითხრა, სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან დავინახე, რომ ჯარისკაცები ეზოში იყვნენ, ამ დროს ეს სამი ქისტი გამოვიდა სასადილოდან, იმათ ბიჭი გამოუგზავნეს და მათთან მიიხმეს, ესენი მივიდნენ და ჩხუბი დაუწყესო. ხელმძღვანელობას რომ ვუსაყვედურე, მითხრეს, თუ პრობლემები აქვთ, რატომ არ გვეუბნებიანო? ჩვენთან დაბეზღება არ ხდება, მეც კი არ მომიყვნენ ბიჭებმა ნორმალურად ყველაფერი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს იუსუბ ხანგოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა