"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს

"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პლანტაციაში სააკაშვილის დასაქმების შესახებ პრემიერის რეპლიკის პასუხად გააკეთა.

"კონტექსტის იგნორირება ყოველთვის გიყვარდა თინა. ძალით პლანტაციებში ვისაც ამუშავებდნენ, იცი; ჰაკიმიდების ზოგადი განწყობებიც იცი; რიგითი ამომრჩეველი როგორც გაიგებდა, ისიც იცი და უცხოელები რას იფიქრებენ ისიც უნდა გესმოდეს. ხოდა რა გინდა?", - წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა. ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნაციონალები "უნდა დავაგროვოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში".

"სამხრეთ ამერიკაში დღესაც არის, მაგალითად, ყავის პლანტაციები, სადაც ხალხი მუშაობს და რატომ არის ეხლა ეს ესეთი სამარცხვინო ფრაზა, ნამდვილად არ მესმის. იძულებით მუშაობა არ არის, პლანტაციებში მუშაობს ხალხი დღესაც მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა წერტილში, იღებს ამაში ხელფასს და ეს არის ძალიან ადეკვატური, ნორმალური სამუშაო, ზუსტად ისეთი, როგორიც არის პრეზიდენტის სამუშაო. პრემიერი რას გულისხმობდა, სავარაუდოდ, ვინ რა იგულისხმა, ეს არის თქვენი, ჩემი და პრემიერის პირადი გემოვნების ამბავი, რომელზეც ახლა იმედი მაქვს, რომ არ ვისაუბრებთ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს