რა სიურპრიზი მოუწყო ანუკა არეშიძემ მილანში ნუკა ყარალაშვილს

რა სიურპრიზი მოუწყო ანუკა არეშიძემ მილანში ნუკა ყარალაშვილს

ნუკა ყარალაშვილი უკვე ორი კვირაა, რაც მილანში ცხოვრობს და სხვადასხვა ჩვენებაზე გამოდის. 22 წლის პერსპექტიული მოდელი ორ წელიწადზე მეტია, მოდის ქალაქს საქმიანი კუთხით სტუმრობს. წინ დიდი გეგმები აქვს. ნუკა მოდელების იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც გათხოვებას კარიერა არჩიეს. ქართველ მოდელს მილანში ''სკაიპის'' საშუალებით დავუკავშირდით.

- მეორე წელია, რაც მილანში სისტემატურად დავდივარ. უკვე მეექვსედ ვარ. პირველად ორი წლის წინ ზამთარში წავედი. ''იმიჯ ცენტრში'' მომივიდა მოწვევა. მგონი, გავამართლე როგორც ია კიწმარიშვილის, ასევე აქაური სააგენტოს იმედები, რადგან მას შემდეგ ხშირად ჩამოვდივარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ტურიზმის ფაკულტეტზე, წელს ვამთავრებ და ახლა სადიპლომოს ჩაბარება მიწევს, მაგრამ ერთი თვით მაინც გამოვიპარე, რადგან სამუშაო მქონდა (იღიმის).

- მილანში რომელ სააგენტოსთან თანამშრომლობ?

- THE ONE MODELS-ი ჰქვია. ბოლოს ყველაზე კარგი ჩვენება მქონდა რომის მოდის კვირეულზე, დონა კარანთან ვმუშაობდი შოურუმზე, ახლა ''ჯასთ კავალისთან'' ვარ. ''ქლოესთანაც'' ვიყავი შოურუმზე, ანტონიო მარასთან არაერთხელ... ჯერჯერობით მილანის მოდის კვირეულზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ამის იმედი მაქვს. მომავალში უფრო წინ წავალ.

- ერთ-ერთი გამონაკლისი ხარ ქართველი მოდელებიდან, რომელმაც გათხოვებას კარიერა არჩიე.

- (იცინის) შეიძლება ასე ითქვას, რადგან ჩემი თაობის მოდელები, რომლებთან ერთადაც მოვდივართ, ძირითადად დაოჯახდნენ, მე ბოლომდე კარიერას ვაწვები. კარგია, რაც დრო გადის, არ ''ვფუჭდები''.

- მილანური ცხოვრების შესახებ მოგვიყევი.

- ორი კვირაა, რაც ჩამოვედი, ჩემთან ერთად არიან სხვა ქართველი მოდელებიც, პირველად ჩამოვიდნენ ანა ცანკაშვილი და ნონიკო კახაძე. ჩამოსვლიდან პირველივე დღეს ოთხი კასტინგი გვქონდა და მეორე დღეს ჩვენებაზე გამოვედით.

ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასეთია, დილას ადრე ვდგები, შვიდ საათზე, და შოურუმზე მივდივარ. პარასკევსა და შაბათს ვცდილობ, განვიტვირთო და გოგონები გასართობად გავდივართ. ამ დროს თან ჩვენი ბუქერი ან სააგენტოს წარმომადგენელი გვახლავს და ''ჯასთ კავალის'' კლუბში ვერთობით. თან აქ უკვე მეგობრებიც მყავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება