ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. Ambebi.ge ეთერ კაკულიას დაუკავშირდა:

– ქალბატონო ეთერ, რა დიაგნოზი დაგისვეს?

– რამდენიმე ხნის წინ კისტის ოპერაცია გავიკეთე, ამან გამოიწვია ლიმფური კვანძების ანთება, რომელიც ძალიან სახიფათოა. ამიტომ გადავწყვიტე სამკურნალოდ ისრაელში გავემგზავრო. ქიმიოთერაპიის კურსი მესაჭიროება, აქ კი გავიკეთე რაღაცები, მაგრამ მგონი უშედეგო იყო, ექიმებმა მირჩიეს, სასწრაფოდ გავემგზავრო ისრაელში და იქ განვაგრძო მკურნალობა.

– როდის მიემგზავრებით?

– ჯერ ზუსტი დრო არ ვიცი, რადგან დაფინანსებაა საჭირო.

– ვინ დაგპირდათ დახმარებას?

– არავისთვის მითხოვია დამეხმაროს, მაგრამ ვიცი ამაზე უარს არავინ მეტყვის და ყველა გამოიჩენს გულისხმიერებას.

Ambebi.ge მომღერალს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება