რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"

რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"

გერმანიაში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული სააგენტოს Urlaubstours-ის ოპერატორები დაინტერესდნენ, რომელი ქვეყნის ტურისტები სძულთ გერმანელებს ყველაზე მეტად. გამოკითხვაში 8 100 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოკითხულთა 65% ყველაზე საშინელ ტურისტებად რუსებს მიიჩნევენ, ხოლო მეორე "საპატიო" ადგილი, 43%-ით ბრიტანელებს ერგოთ, მესამეზე პოლონელები გავიდნენ. როგორც ისინი ამბობენ, რუსები და ბრიტანელები "საშინელი ტურისტები" ალკოჰოლის სიყვარულისა და ხმაურის გამო არიან. ამასთან, ბრიტანელებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას მაგიდასთან სადილობის მანერებიც ავიწყდებათ და უზრდელები არიან. მეოთხე ადგილზე გერმანელები დაასახელეს. გერმანელების 18% ამბობს, რომ ყველაზე მეტად თანამემამულეებთან ერთად დასვენება სძულთ, რადგანაც გერმანელები კურორტებზე საუკეთესო შეზლონგებს დიდი ხნით ისაკუთრებენ. რეიტინგში არც ჰოლანდიელებს გაუმართლათ - მათ 15% ერგოთ, ხოლო ამერიკელ მოგზაურებს 14.6%. გერმანელებს ასევე არ სიამოვნებთ ჩინელებთან ერთად დასვენება, რადგანაც მათი აზრით, ჩინელებს მაგიდასთან სადილობის მანერების სერიოზული ნაკლებობა აქვთ, ხოლო ფრანგები უხეშ, ცივ და უმეგობრო მოგზაურებად დაასახელეს.

გამოკითხულთა 96%-მა ერთხმად განაცხადა, რომ შვეიცარიელები არიან ტურისტები, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და ნეგატიური შთაბეჭდილება არც კი ახსენდებათ. ისინი სწყალობენ ავსტრიელებს 93%-ით და იაპონელებს 92%-ით.

ტურ-ოპერატორების შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რა სძულთ დასვენებისას, გერმანელების დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ დასვენების განწყობა სრულიად ეკარგებათ, როდესაც ვინმე "სანაპიროს პირსახოცს შეზლონგზე გაფენს და ასე გიჩვენებს, რომ დაკავებულია". გერმანელებს მოგზაურობა ძალიან უყვართ, მაგრამ დასვენების ნაცვლად, სამშობლოში გაღიზიანებულები ბრუნდებიან; მათთვის ნერვების მოშლა შეუძლიათ: სასტუმროს საკვებს, რუს ტურისტებს, დილით ადრე გაღვიძებას, ბავშვების ხმაურს. 58%-ს კონფლიქტი მოსდით იმ ადამიანთან, რომელთან ერთადაც მოგზაურობენ (ოჯახის წევრი, მეგობარი, საყვარელი), 35% ადმინისტრაციას სასტუმროს საკვების გამო სისტემატურად შენიშვნებს აძლევს, 21% ვერ იტანს ბავშვებს, რომლებიც უაზროდ დარბიან.

"ნებისმიერ უცხოელს გაუკვირდება გერმანელების დისციპლინა და ყოველდღიური სამუშაო გარემო, პარტნიორები ერთმანეთს იშვიათად ნახულობენ და ესაუბრებიან. შვებულების დროს კი ერთად იკრიბებიან, დღეებს ერთად ატარებენ, მაგრამ საერთო სასაუბრო თემას ვერ პოულობენ", - ამბობს ფსიქოლოგი ბერნდ კიელმანი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს