ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ! - წყლის ნამცხვარი (+5 ფოტო)

ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ! - წყლის ნამცხვარი (+5 ფოტო)

ალბათ, სხვადასხვანაირი ნამცხვარი დაგიგემოვნებიათ, მაგრამ ის, რასაც იაპონელები გვთავაზობენ, ნამდვილად გაგაოცებთ.

წყლის ნამცვარი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც მხოლოდ წყალია. იაპონური დელიკატესი 30 წუთში მზადდება - დესერტი პირდაპირი მნიშვნელობით, წყლის გუბედ იქცევა. ერთი შეხედვით, უზარმაზარ უფერულ ჟელეს თასს ჰგავს. ნამცხვარი პირში დნება და მის დასაგემოვნებლად მხოლოდ 30 წუთი გაქვთ, სწორედ ამიტომ დესერტის მირთმევა მხოლოდ რესტორანშია ნებადართული, სახლში წაღებას ვერ მოასწრებთ.

დესერტი იაპონელებს თავდაპირველად შარშან შესთავაზეს, ის ერთგვარი ტესტი იყო, თუმცა პოპულარულობის გამო მენიუში უკვე შეიტანეს. წყლის ნამცხვარი მხოლოდ Kinseiken-ის მაღაზიებში იყიდება.

"ჟელე წყლისგან მზადდება და სასიამოვნო, ბუნებრივი ტკბილეულია. ჟელეს ემატება კინაკო (მოხალული სოიოს პუდრი) და ყავისფერი შაქრის სიროფი", - განმარტავს მზარეული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს