ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი

ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი

ლევან ჯავახიშვილი ''ორ ვარსკვლავში'' მეორე ადგილის მფლობელი გახდა, თუმცა მეორე დილიდანვე ინტერნეტსივრცეში, ალბათ, სრულიად სამართლიანად კითხულობდნენ, რატომ არ დაასაჩუქრეს მეორე პოზიციაზე გასული ტელეწამყვანი არანაირი ღირებული საჩუქრით. მისი რჩეული, მარიკუნა ოშხნელი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ხუმრობით წერდა იმ კრემების შესახებ, რომლებიც ლევანს და ასევე ირინასა და გოგოლასაც გადასცეს, თუმცა მესამეადგილოსანი გოგოლა კალანდაძე ათი ათასი ლარით ერთ-ერთმა კომპანიამ დაასაჩუქრა, ირინას, თავისთავად, პირველი ადგილისთვის განკუთვნილი მანქანა ერგო, ხოლო ლევანი უპრიზოდ დარჩა.

მეორე დღიდანვე მისმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ლევანისთვის გამორჩეული სიურპრიზი მოეწყოთ. ტელეწამყვანისთვის საჩუქრების დაწესება სხვადასხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე. ეკა ხოფერიამ ლევანი თავის საცოლესთან, ჟურნალისტ მარიკუნა ოშხნელთან ერთად მიიწვია. მათ ისაუბრეს თავიანთი სიყვარულის ამბავზე და შემდეგ ეკამ გაამხილა, რომ წყვილს ქორწილსაც მოუწყობენ და საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვებენ საბერძნეთში.

ეკამ ქორწილის დღეც თავად დანიშნა, 22 ივნისი, ვინაიდან 15 ივნისს ლევანს, უბრალოდ, არ სცალია - ამ დღეს არჩევნებია.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს

მოგეხსენებათ, ლევანი პირველ მეუღლეს გაშორებულია და ამიტომაც პირადზე საუბარი არ უყვარს. როგორც თავად გვითხრა, მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა კოლეგასთან შოუში და თავის ახალ ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებას პრესასთან აღარ აპირებს, ამიტომაც მას შოუსა და ემოციებზე ვესაუბრეთ.

- ლევან, გილოცავ საჩუქრებს! ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს და იცოდი მხოლოდ სიურპრიზის შესახებ, მაგრამ ამდენ საჩუქარს არ ელოდი. როგორი ემოციები გაქვს დღეს?

- პირადად ეკას, ბაია ცანავასა და ''ტელეიმედს'' გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას. ემოციებში ახლაც ვარ, მაგრამ მიჭირს მათი გამოხატვა. ეს ბავშვობიდან ასე ხდება, თუკი რაიმე ემოციური მომენტი მქონია, ვერ ვსაუბრობდი. ვინც ამ სიკეთეში მონაწილეობა მიიღო, ყველას დიდ მადლობას გადავუხდი (იღიმის). ნამდვილად არ მოველოდი ამ საჩუქრებს. მით უმეტეს, ჩემთვის არც იყო მთავარი, რომ მაინცდამაინც პრიზი მიმეღო. ამ პროექტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს.

- ჩამოვთვალოთ, რა საჩუქრები გერგო.

- ფულადი პრიზი, ქორწილის გადახდა და საქორწინო მოგზაურობა. ასევე ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერება ჩემი და ნინის დუეტი. ბევრი რამ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ძალიან ამაღელვებელი იყო. ძალიან გამიხარდა ''თბილისის დინამოსგან'' ბურთი ფეხბურთელების ხელმოწერით, მაისური ჩემი სახელითა და გვარით და 10 ნომრით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება