8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ

8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ

გამოცემა Forbes-მა მოამზადა სტატია, რომელიც ბულინგის თემას ეძღვნება. ბულინგი, იგივე დაშინება, ზეწოლა, ჟარგონულად კი "დედოვშინა" მხოლოდ ჯარსა და ციხეში როდი ხდება. ამ მანკიერების მსხვერპლი შეიძლება ოფისის ნებისმიერი თანამშრომელიც აღმოჩნდეს.

ამერიკული კომპანია WBI U.S-ს მონაცემებით, ამერიკელთა 27% სამსახურში სწორედ ბულინგის მსვერპლია. ხოლოი 48% თავად არის მოწმე, როგორ ავიწროვებენ მის თანამშრომელს.

გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა ექსპერტების დახმარებით აშკარა თუ ფარული ბულინგის 8 ყველაზე სარწმუნო ნიშანი გამოავლინა.

სამუშაოს მხოლოდ უარყოფითი ემოციები მოაქვს

შესაძლოა ვერ ხვდებით, რომ თქვენს სამსახურში ბულინგი მძვინვარებს. ექსპერტების თქმით, თუ სამუშაო კვირის დასაწყისში გულისრევის შეგრძნება და მომეტებული შფოთვა გეწყებათ, დიდი შანსია, რომ ეს სამსახურებრივი ზეწოლის შედეგი იყოს. ორშაბათი ყველასთვის მძიმე დღეა, მაგრამ სამსახური ჯამნრთელობის პრობლემებს არ უნდა გიქმნიდეთ.

მუდმივად გაკრიტიკებენ

თუ კრიტიკამ მუდმივი ხასიათი მიიღო და თვლით, რომ ეს არაფრით დაგიმსახურებიათ, შესაძლოა ამაში ვინმე არაკეთილმოსურნეს ხელი ერიოს.

ის ცდილობს ყველა თქვენს წინააღმდეგ განაწყოს. აზრი არა აქვს მიზეზის ძებნას თუ რატომ აგირჩიათ მსვერპლად. ექსპერტები ამბობენ, რომ ბულისნგის ოსტატებს ქცევის საკუთარი სტანდარტები აქვთ.

თუ ხშირად გიყვირიან

ოფისის მთავარ "დამტერორებელს" ურთიერთობების გარკვევა და ემოციების ყვირილით გამოხატვა უყვარს. თუ ხშირად გიყვირიან და შეურაცხყოფას გაყენებენ, ეს აშკარა ბულინგია.

შეცდომებს არ გპატიობენ

თუ ხელმძღვანელი და კოლეგები მუდმივად მიგითითებენ შეცდომებზე და კონკრეტული მიზეზების გარეშე ხშირად გახსენებენ მათ, ეს სამსახურებრივი ზეწოლაა. დაუმსახურებელი ბრალდებები ბულინგის კიდევ ერთი პოპულარული ტაქტიკაა.

თქვენ ჭორიკნები გახვევიათ გარს

არაკეთილმოსურნენი ხშირად ჭორების მეთოდს იყენებენ, ანუ თქვენსა და თქვენს კოლეგებზე ბოროტ ხმებს ავრცელებენ. როცა ამ ჭორების გადამოწმებას არავინ ცდილობს, ეს უკვე ბულინგია.

ცდილობენ გაგრიყონ

თუ ამჩნევთ, რომ კოლეგები და ხელმძღვანელები გაგირბიან ან თქვენს გარიყვას ცდილობენ, ბულინგის მსხვერპლი ხართ. ეს შეიძლება უბრალო წვრილმანებში იყოს გამოხატული, მაგალითად გთხოვენ, რომ ნაკლებად მოხერხებულ მაგიდასთან გადაჯდეთ ან ერთობლივ სადილზე არ გეძახიან.

თუ დასვენების დღეს ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად იყენებთ

თუ დასვენების დღეს იმისთვის იყენებთ, რომ გონს მოხვიდეთ და სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ, ესე იგი სამსახურში ვიღაც გატერორებთ. დამატებითი ნიშნები: უქმეებზე ძალ-ღონე აღარ გაქვთ, ოჯახის წევრები კი შეშფოთებულნი ამბობენ, რომ "ჩაციკლული" ხართ სამსახურზე.

თქვენს წარმატებებს სხვებს მიაწერენ

რამდენიმე კვირა თავდაუზოგავად იშრომეთ, დღე და ღამეს ასწორებდით, რომ პროექტი წარმატებული გამოსულიყო. მიზანს მიაღწიეთ და მთელი ოფისი ამაზე ლაპარაკობს. უფროსმა და კოლეგებმა კი თქვენი დამსახურებები მიითვისეს და განზე დაგტოვეს. ესეც ბულინგის ფორმაა.

"კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი... ის დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს" - თენგიზ ცერცვაძე

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება? - ამირან გამყრელიძის კომენტარი