ნოდარ ხადური - არ ვიცოდი, თუ მინისტრებს ქორწილში სიარული ეკრძალებოდათ

ნოდარ ხადური - არ ვიცოდი, თუ მინისტრებს ქორწილში სიარული ეკრძალებოდათ

"არ ვიცოდი, თუ მინისტრებს ქორწილში სიარული ეკრძალებოდათ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან "ღია მმართველობის" ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა, ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილში მისი ქეიფის ამსახველი სურათების გავრცელების კომენტირებისას.

"არ ვიცოდი, თუ მინისტრებს ქორწილში სიარული ეკრძალებოდათ. გავითვალიწინებ მომავალში და შევათანხმებ, ქალაქის ერთ ბოლოში რომ არ გადაიღონ ჯიპები, მეორეში მინისტრი და მერე არ დააკავშირონ ერთმანეთთან. გარდა ამისა, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ხაჩიძესთან და ხაბაზთან ერთად ვქეიფობ ყოველდღე, მაგის დამწერს უნდა მიუსაჯო მათთან ყოვედღიური ქეიფი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მან ასევე აღნიშნული სკანდალის გამო იმ წყვილს მოუბოდიშა, ვის ქორწილშიც იმყოფებოდა.

ინტერნეტით გავრცელდა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ფოტოები, სადაც იგი მეუღლის დის ქორწილში იმყოფებოდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა