სასტუმრო ძველ მატარებელში (+8 ფოტო)

სასტუმრო ძველ მატარებელში (+8 ფოტო)

ძველი მატარებელი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში სანაპირო Santos-ის ბაქანზე წლების წინ გაჩერდა, პატარა სასტუმროდ გადააკეთეს.

სასტუმროს "სანტოსის ექსპრეს მატარებელი", ან უბრალოდ "მატარებელი" ქვია. მატარებელი მიტოვებულ ლიანდაგებზე დგას და ზღვიდან 30 მეტრშია. სულ 7 სამგზავრო ვაგონია: 4 საძინებლადაა ქცეული, რომელსაც 2 ტუალეტი და საშხაპე აქვს. მეხუთე ვაგონი სარესტორნო მომსახურებისაა. რესტორანში მაღალკვალიფიციური მზარეულები არიან დასაქმებულები, რომლებიც სტუმრებს გემრიელ კერძებს სთავაზობენ; სასტუმროში ტრადიციული, სამხრეთ აფრიკული კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

თუმცა, სასტუმრო არაა მდიდრული და პრეტენზიული კლიენტების გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს. ამასთან, კუპეებს არ ეკეტებათ კარი, შესაბამისად, ძვირფასეულობის უსაფრთხოებისთვის თანხის დამატება მოგიწევთ, რომ დაცულ განყოფილებაში შეინახონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს