''მისის პლანეტაზე'' საქართველოს ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი წარადგენს

''მისის პლანეტაზე'' საქართველოს ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი წარადგენს

ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც ''რეიტინგში'' რამდენიმე ნომრის წინ ქუთაისელ ლამაზმან ეკა ქუთათელაძის ინტერვიუ დაიბეჭდა. ეკა 30 წლის გახლავთ და შვილთან ერთად მშობლებთან ქუთაისში ცხოვრობს.

სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში და მეორე კურსზე იყო, როდესაც დედაქალაქში გათხოვდა. ბავშვის შეძენის შემდეგ სამოდელო კარიერა ვეღარ გააგრძელა, არადა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ მალე მეუღლეს დაშორდა და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქს მიაშურა. დაახლოებით ორი წელია, რაც მოდის სამყაროში ისევ დაბრუნდა, ოღონდ ქუთაისში, მანანა გოგლიჩიძის მოდის სახლში. ეკა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად პოპულარულია და ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ.

ახლახან თბილისში პირველად ჩატარდა კონკურსი ''მისის პლანეტა'' დაოჯახებული, ქვრივი და განქორწინებული ქალბატონებისთვის. მონაწილეთა ასაკი 18-40 წლამდეა. გამარჯვებული ეკა ქუთათელაძე გახდა და ბულგარეთში ივნისის ბოლოს გაემგზავრება, სადაც ფინალზე საქართველოს წარადგენს.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოგალერეა - 30 გამომწვევი ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება