მერილ სტრიპი ნინო ბურჯანაძის როლში - ჰოლივუდის ვარსკვლავები და ქართული პოლიტიკა

მერილ სტრიპი ნინო ბურჯანაძის როლში - ჰოლივუდის ვარსკვლავები და ქართული პოლიტიკა

საინტერესოა რა მოხდებოდა, თუ ჰოლივუდში გადაწყვეტდნენ, რომ გადაეღოთ ფილმი და სცენარისთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია გამოეყენებინათ. ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი რომელ პოლიტიკოსს განასახიერებდა?

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე - მერილ სტრიპი. თუ ერთხელ მაინც გინახავთ ფილმი მერილ სტრიპის მონაწილეობით, მიხვდებით, რომ ამ მსახიობს ნებისმიერი როლის განსახიერება შეუძლია. გინახავთ "რკინის ლედი"? თანხას სიამოვნებით გავფლანგავ იმისთვის, რომ ვნახო, როგორ თამაშობს ნინო ბურჯანაძის როლს. რასაკვირველია, ნაკლებად იქნება "რკინა" და მეტად - "პროვოკაცია" და "აგიტაცია".

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - კოლმ მინი. მათ შორის არის როგორც გარეგნული, ისე შინაგანი, პიროვნული მსგავსება. კოლმ მინი კარგი კომიკოსია, მაგრამ თავი დრამატული როლებითაც გამოიჩინა. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი იქნება პრეზიდენტის დადებითი და თავგზააბნეული პერსონის განსახიერება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი - კოლმ ფიორი. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ კოლმ ფიორის ყველაზე ცნობილი როლები არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების განსახიერება იყო. ამასთან, ისინი ერთმანეთს არა მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან, შეიძლება ტყუპებად ჩათვალოთ.

ასევე იხილეთ: რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი რომელ ქართველ პოლიტიკოსს განასახიერებდა? (ნაწილი 1)

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს