"ჰაკიმმა ოცნება აიხდინა - BBC-ზე მოისაქმა" - "ნაციონალები" პრემიერის ინტერვიუზე

"ჰაკიმმა ოცნება აიხდინა - BBC-ზე მოისაქმა" - "ნაციონალები" პრემიერის ინტერვიუზე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები BBC-თან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან. უმცირესობის წევრები განსაკუთრებით პრემიერის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას უკავშირდებოდა.

გივი თარგამაძე: "ალბათ ხშირად მოგისმენიათ თქვენი რომელიმე განსაკუთრებული ოცნების გახმოვანებისას პასუხად: - მთვარეზე მოსაქმება არ გინდა? აი, ჩემმა მეზობელმა ჰაკიმმა მსგავსი ოცნებაც აიხდინა - BBC-ზე მოისაქმა".

გოგა ხაჩიძე:

ირაკლი ღარიბაშვილი:

"როგორც ვიცი და ჩემი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიის განზრახვა"

თუ ოდესმე ასე მეცოდინება და ასეთ ანალიზს გავაკეთებ, შეგიძლიათ მაგინოთ, ან მიმკურნალოთ.

ეკა ხერხეულიძე:

ირაკლი ღარიბაშვილი:

"რუსეთი აფხაზეთის და ოსეთის მიერთებით დაინტერესებული არ არის"

"ამის შემდეგ სენეკადაც რომ იქცეს, მაინც ბრიყვად დარჩება ისტორიას"

ჩიორა თაქთაქიშვილი:

"ეს ინტერვიუ არის დანაშაული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, ანგელა მერკელიც კი, ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მიდის, რომ რუსეთი ჩვეულებრივი დამპყრობელია და საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის და დასავლეთის უსაფრთხოებას და აუცილებელია პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა რუსეთთან მიმართებით, სწორედ ამ დროს ბიბისის ეთერით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის მსოფლიო აუდიტორიის წინაშე ერთადერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დაიცვას რუსეთი და უთხრას დასავლეთს, რომ თურმე სინამდვილეში რუსეთი არ არის აგრესორი, რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ანექსიას, სინამდვილეში პუტინი ხელს არ უშლის არავის არც ევროკავშირში და არც ნატოში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოკუპაცია, ქვეყნის შუაგულში აღმართული მავთულხლართები, გადმოწეული 11 კილომეტრიანი მონკვეთი, ადამიანების ყოველდღიური გატაცებები და გალიდან ქართველების გამოსახლების რეალური საფრთხე.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დღეს ასეთი განცხადება ამ ტიპს საქართველოს გარეთ სრულ იდიოტად და მარგინალად წარმოაჩენს და ესეც საზიანოა ქვეყნისთვის, ეს საქციელი უპირველესად საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდება უკან რუსეთისგან ახალი აგრესიის ტალღის სახით".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს