სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ

სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ

ტელეწამყვანი, პრესის მიმომხილველი, ლექტორი, ბიზნესმენი... ამ რეგალიებს ერთ თვეში ახალი სტატუსი მიემატება, - ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული. ოთარ ქირია ჰარვარდში სასწავლებლად მიემგზავრება. ეს მისი ოცნება იყო. ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერის სახეს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით და ამ სიახლესთან ერთად, მისი ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე დეტალზე ვესაუბრეთ.

- ოთარ, როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი ''რუსთავი 2''-ის დატოვება მოგიწევს.

- კი, ერთი თვით ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მივდივარ სასწავლებლად. 5 თვის წინ შევიტანე განაცხადი და დადებითი პასუხი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული მარკეტინგის მართვის კურსის საფასური საკმაოდ სოლიდურია, ყველას არ უმართლებს. ყველას კი არა, ოთხმა შევიტანეთ განაცხადი და მხოლოდ მე მომივიდა დადებითი პასუხი.

- მაინც რა ჯდება ეს კურსი?

- საკმაოდ ძვირი, ოცი ათასი დოლარი.

- როგორ წარმოგიდგენია იქ ცხოვრება შენი სამსახურის, ოჯახის გარეშე?

- ალბათ დღეები გაიყოფა. როცა დატვირთული სასწავლო გრაფიკი იქნება, კარგად წარმომიდგენია. სწავლა ძალიან მიყვარს და საერთოდ არ ვიფიქრებ არაფერზე. ბუნებრივია, მომენატრება ოჯახიც, სამსახურიც, მეგობრებიც, მაგრამ ჰარვარდში წახვიდე, ამხელა თანხა გადაიხადო და მერე ლექციაზე სხვა რამეებზე იფიქრო, ცოტა არანორმალური მგონია. ეს ჩემი ოცნება იყო. ეს არ არის პირველი მცდელობა, ხუთი წლის წინაც შევიტანე განაცხადი, მაგრამ მაშინ უარი მომივიდა.

- ოჯახი ამ ამბავს როგორ შეხვდა?

- მიუხედავად იმისა, რომ მთელი დანაზოგი ამ საქმეში მიდის, დადებითად. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მეც და თამუნასაც გამართლებულად მიგვაჩნია. ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად გაგიჟებულია განათლებაზე, სასწავლო ცენტრებზე. ერთი სული აქვს, როდის ჩავალ და მოვუყვები იქაური ცხოვრების, გარემოს, ურთიერთობების შესახებ. აინტერესებს, რა ხდება იქ ისეთი, რომ ასეთი ლეგენდები დადის ამ ბიზნესსკოლაზე.

- რომ ისწავლი ამ ლეგენდარულ სკოლაში და საქართველოში დაბრუნდები, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, რა შეიცვლება შენთვის?

- მე მხოლოდ ''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი არ გახლავარ. მარკეტინგის მიმართულებითაც ვმუშაობ და ლექციებსაც ვკითხულობ, ასე რომ, რომელიმე მიმართულებით გამომადგება ეს ცოდნა.

- ''რუსთავი 2''-ში დაბრუნდები?

- რა თქმა უნდა, ამ ერთი თვის განმავლობაში გიორგი ქორქია ჩამანაცვლებს. პრესის მიმომხილველის ამბავი როგორ იქნება, ეგ ჯერ არ ვიცი. ოთხშაბათს მივფრინავ უკვე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება