რა აკავშირებს სოფო სააკაშვილს ბერა ივანიშვილთან - ''ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს''

რა აკავშირებს სოფო სააკაშვილს ბერა ივანიშვილთან - ''ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს''

მაყურებელმა სოფო სააკაშვილი პროექტ ''X ფაქტორიდან'' გაიცნო. გოგონა საოცარი ვოკალური მონაცემებითა და სასიამოვნო გარეგნობით მალე პოპულარული გახდა. თუმცა, ეთერში შემოსული ზარების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ცნობილი დედის, მომღერალ, მაია ყარყარაშვილის ქალიშვილს სხვა ბევრმა კონკურსანტმა აჯობა. სოფო პროექტის დატოვებიდან ორჯერ მისმა მენტორმა, სტეფანემ იხსნა. გოგონა არც ჟურნალისტებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა. მან არაერთი ინტერვიუ მისცა პრესას, თუმცა არ უთქვამს, რომ ერთი წლის განმავლობაში ბერას მუსიკალურ სტუდიაში ემზადებოდა. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოვიპოვეთ და სოფოს რამოდენიმე კითხვა დავუსვით.

- სოფო, ჩვენი ინფორმაციით, რომ შენ ერთი წლის განმავლობაში ბერას სტუდიაში სწავლობდი...

- კი, მართალია. ჩემთან ერთად სწავლობდა ნინა სუბლატიც.

- ეს ამბავი არც ერთ ინტერვიუში არ გითქვამს, ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდი, რომ სიმღერის კუთხით გამოცდილება არ გაქვს.

- გააჩნია, რას გულისხმობთ გამოცდილებაში. მე ვთქვი, რომ ''X ფაქტორის'' მსგავს პროექტებში არ მიმიღია მონაწილეობა. ბერას სტუდია, ''ლეიბლი'' არის სასწავლო ცენტრი და არა დიდი სცენა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება